addres icon Tsalka LAG office, კლდეკარის N5, წალკა
შემოგვიერთდით: youtube icon
ge

თუ ხარ აქტიური და მოტივირებული ჟურნალისტი, გაინტერესებს საქართველოს კუთხეები, მათი ისტორია და კულტურა, და ზრუნავ ქვეყნის მდგრადი ტურისტული პოტენციალის განვითარებაზე, მაშინ ეს შესაძლებლობა შენთვისაა!

6-8 ოქტომბერს,  ევროკავშირის მხარდაჭერილი პროექტების „ეს წალკაა“ და “სოციალური მეწარმეობის ეკოსისტემის განვითარება (SEED)” ფარგლებში, CENN და წალკის LAG მედიის დაინტერესებულ წარმომადგენლებს გიწვევთ წალკისა და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტებში, დაგეგმილ შემეცნებით მედია ტურში მონაწილეობის მისაღებად.

მედია ტურის მიზანია წალკისა და ნინოწმინდის უნიკალური ბუნებრივი და კულტურული ღირშესანიშნაობების და მრავალფეროვანი ტურისტული პოტენციალის ფართო საზოგადოებისათვის გაცნობა და ზოგადად მუნიციპალიტეტებში არსებული რესურსების პოპულარიზაცია და მათ შესახებ ცნობადობის გაზრდა.

სამდღიანი ტურის ფარგლებში მონაწილეები გაიცნობენ ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილ პროექტებს და მათ საქმიანობას, მოინახულებენ მუნიციპალიტეტების კულტურულ მემკვიდრეობებსა და ბუნების ძეგლებს, გაეცნობიან ადგილობრივ კულტურას, დააგემოვნებენ ადგილობრივ, მრავალფეროვან კერძებს და მოისმენენ ადგილობრივების შესახებ საინტერესო და მიმზიდველ ისტორიებს.

წალკისა და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტების ტურისტული პოტენციალის წარმოჩენის მიზნით, ტურის დასრულების შემდგომ მედიის წარმომადგენლებმა მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, უნდა მოამზადონ:

  • სტატიები;
  • ფოტო რეპორტაჟები;
  • სიუჟეტები;
  • ბლოგები ან ვლოგები.

მონაწილეების მიერ შექმნილი მასალა გავრცელდება როგორც მედია პლატფორმების, ისე პროექტების საკომუნიკაციო არხების მეშვეობით.

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია ნებისმიერი მედია პლატფორმის წარმომადგენელს, ვლოგის ან/და ბლოგის ავტორებს.

ევროკავშირის მხარდაჭერით CENN ფარავს ტურში მონაწილეობის ყველა ხარჯს.

ტურში მონაწილეობით დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, 27  სექტემბრის ჩათვლით გამოაგზავნოთ თქვენი CV მისამართზე marie.kikvadze@cenn.org სათაურის ველში მიუთითეთ – „მედია ტური წალკასა და ნინოწმინდაში“.

დამატებითი კითხვების შემთხვევაში, დაგვიკავშირდით: +995 577 95 90 20

პროექტების შესახებ

ეს წალკაა https://bit.ly/3iZGn8K

LEADER https://bit.ly/3cqhcJU

სოციალური მეწარმეობის ეკოსისტემის განვითარება (SEED)

ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის “EU4Youth: საზღვირსპირა მუნიციპალიტეტებში სოციალური მეწარმეობისა და ეკოსისტემის განვითარების (SEED)” უმთავრესი მიზანია შექმნას ხელსაყრელი გარემო პირობები სოციალური მეწარმეობისა და მწვანე ინოვაციების განვითარებისთვის საქართველოსა (გორი, ახმეტა, ნინოწმინდა) და სომხეთის (ლორი, თავუში, შირაკი) საზღვრისპირა რეგიონებში. პროექტის ამოცანაა აღმოაჩინოს სამეწარმეო პოტენციალი ყველაზე მოწყვლად მუნიციპალიტეტებში და ხელი შეუწყოს ახალგაზრდების შესაძლებლობების განვითარებას მეწარმეობის მიმართულებით. პროექტი ითვალისწინებს მწვანე სამეწარმეო იდეების აღმოჩენას, მათი განვითარების ხელშეწყობასა და პრაქტიკული განხორციელების მხარდაჭერას. მოწყვლადი ჯგუფების გაძლიერება, ახალგაზრდების დასაქმების გაზრდა და მწვანე მეწარმეობით გარემოსთან დაკავშირებული გამოწვევების გამკლავება, პროექტის ძირითადი კომპონენტებია.