addres icon Tsalka LAG office, კლდეკარის N5, წალკა
შემოგვიერთდით: youtube icon
ge

22 მარტი, წყლის რესურსების დაცვის საერთაშორისო დღეა, რომელიც 1993 წლიდან, გაეროს გენერალური ასამბლეის გადაწყვეტილებით, მსოფლიოში ყოველწლიურად აღინიშნება. დღეს, მილიარდობით ადამიანს არ აქვს  სუფთა სასმელ წყალზე ხელმისაწვდომობა.

CENN ევროკავშირის, Global Water Challenge-ისა და კოკა-კოლას ფონდის (TCCF) ფინანსური მხარდაჭერით აცხადებს იდეების კონკურსს მდგრადი WASH გადაწყვეტილებების შესახებ  საქართველოს საჯარო და კერძო სკოლების ახალგაზრდებისთვის, შემდეგ მიმართულებებზე:

  • WASH სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაზრდა ინოვაციური ტექნოლოგიების საშუალებით;
  • წყლის რესურსები და კლიმატის ცვლილება;
  • WASH და COVID-19;
  • WASH და ადამიანის უფლებები;
  • წყლის რესურსების მდგრადი მართვა.

თქვენ მიერ გამოგზავნილი იდეა უნდა აღწერდეს გლობალურ და ადგილობრივ დონეზე არსებულ გამოწვევებს, რომლებიც დაკავშირებულია WASH სერვისებთან. შეეცადეთ, იპოვოთ პრობლემის გადაჭრის ინოვაციური მეთოდები, რომლებიც გაზრდის WASH სერვისებზე ხელმისაწვდომობას და უზრუნველყოფს ცნობიერების ამაღლებას ამ მიმართულბით;

იდეების კონკურსში გამარჯვებული მონაწილეებისთვის გათვალისწინებულია სხვადასხვა წამახალისებელი პრიზი და სერტიფიკატები.

საკონკურსო იდეების საორიენტაციო მოცულობა არ უნდა აღემატებოდეს 500 (ხუთას) სიტყვას. თქვენ მიერ გადმოგზავნილი იდეა წარმოდგენილი უნდა იყოს Word-ის ფორმატში (შრიფტის ზომა 11, ფონტი: Sylfaen).

საკონკურსო იდეების გამოგზავნა შესაძლებელია მხოლოდ 2021 წლის 5 აპრილამდე, ელექტრონულად, შემდეგ მისამართზე: levan.gagoshvili@cenn.org.   მეილის სათაურში (subject-ველი) მიუთითეთ – „WASH იდეების კონკურსი“. იდეის გამოგზავნისას წერილში მითითებული უნდა იყოს ავტორის სახელი, გვარი და საკონტაქტო ინფორმაცია (ტელეფონის ნომერი და ელფოსტა).

კითხვების შემთხვევაში, მოგვწერეთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: levan.gagoshvili@cenn.org

იდეების კონკურსი ხორციელდება ევროკავშირისა და Global Water Challenge-ისა და კოკა-კოლას ფონდის (TCCF) მხარდაჭერით, CENN-ის პროექტების GEO-WASH „საზოგადოების ჩართულობა საქართველოს მოწყვლად თემებში WASH სერვისების გაუმჯობესების მიზნით“, “GEO-CAP: საქართველოს კლიმატის პროგრამა სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის ხელშეწყობა კლიმატის ცვლილების პოლიტიკის შემუშავებასა და განხორციელებაში”,“EU4Youth: სოციალური მეწარმეობის ეკოსისტემის განვითარება (SEED) მწვანე ზრდისთვის“ და EMBRACE Tsalka „ადგილობრივი ლიდერები მდგრადი განვითარებისათვის წალკის მრავალეთნიკურ მუნიციპალიტეტში – ეს წალკაა„ ფარგლებში.