addres icon Tsalka LAG office, კლდეკარის N5, წალკა
შემოგვიერთდით: youtube icon
ge

მედია ტური – აღმოაჩინე შენი საქართველო წალკაში! 

თუ ხარ აქტიური და მოტივირებული ჟურნალისტი, გაინტერესებს საქართველოს კუთხეები, მათი ისტორია და კულტურა, და ზრუნავ ქვეყნის მდგრადი ტურისტული პოტენციალის განვითარებაზე, მაშინ ეს შესაძლებლობა შენთვისაა!

3 და 4 სექტემბერს,  ევროკავშირის ENPARD-ის მხარდაჭერილი პროექტის „ეს წალკაა“ ფარგლებში, CENN და წალკის LAG მედიის დაინტერესებულ წარმომადგენლებს გიწვევთ წალკის მუნიციპალიტეტში, დაგეგმილ შემეცნებით მედია ტურში მონაწილეობის მისაღებად.

მედია ტურის მიზანია წალკის უნიკალური ბუნებრივი და კულტურული ღირშესანიშნაობების და მრავალფეროვანი ტურისტული პოტენციალის ფართო საზოგადოებისათვის გაცნობა და ზოგადად მუნიციპალიტეტებში არსებული რესურსების პოპულარიზაცია და მათ შესახებ ცნობადობის გაზრდა.

ტურის ფარგლებში მონაწილეები გაიცნობენ ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილ პროექტებს, ადგილობრივ წარმატებულ მეწამეებს, ეწვევიან წალკის კულტურული მემკვიდრეობისა და ბუნების ძეგლებს,  გაეცნობიან ადგილობრივ საჭიროებებს და მოისმენენ საინტერესო ინფორმაციას ადგილობრივების შესახებ.

ტურის დასრულების შემდგომ შედგება კონკურსი მედიის წარმომადგენლებისათვის, რომელიც მოიაზრებს, ტურის ფარგლებში მიღებული ინფორმაციის საფუძველზე,

მონაწილეების მიერ სტატიების, ფოტო რეპორტაჟების, სიუჟეტების, ბლოგების ან ვლოგების სახით შექმნას და გამოქვეყნებას, წალკის მუნიციპალიტეტის ტურისტული პოტენციალის წარმოჩენის მიზნით.

კონკურსში გამარჯვებულები დაჯიდლოვდებიან შემდეგი პრიზებით:

I ადგილი:  კოტეჯ სახლი ხეზე ორ დღიანი პაკეტი

II ადგილი: ლაქშერი ქემფინგის ორ დღიანი პაკეტი

III ადგილი: შატო ივერის ორ დღიანი პაკეტი

დეტალური ინფორმაცია იხილეთ საინფორმაციო პაკეტში, შემდეგ ბმულზე: https://drive.google.com/file/d/1eNlrZK-6dLjoPVix4IjE6DxiNtTJHryw/view?usp=sharing

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია ნებისმიერი მედია პლატფორმის წარმომადგენელს, ვლოგის ან/და ბლოგის ავტორებს.

ევროკავშირის მხარდაჭერით CENN ფარავს ტურში მონაწილეობის ყველა ხარჯს, უზრუნველყოფს კოვიდ-19 უსაფრთხოების ყველა წესს, მათ შორის მონაწილეების PCR ტესტირებას.

ტურში მონაწილეობით დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, 28 აგვისტოს ჩათვლით გამოაგზავნოთ თქვენი CV მისამართზე marie.kikvadze@cenn.org სათაურის ველში მიუთითეთ – „მედია ტური წალკაში“. ასევე, მიუთითეთ მედია ტურში მონაწილეობის თქვენთვის სასურველი თარიღი,  3 ან 4 სექტემბერი.

დამატებითი კითხვების შემთხვევაში, დაგვიკავშირდით +995 577 95 90 20

პროექტის შესახებ

ეს წალკაა – https://bit.ly/3iZGn8K

LEADER-ის შესახებ – https://bit.ly/3cqhcJU