CENN / EU: COVID-19 სწრაფი რეაგირების საგრანტო კონკურსი
28 მარტი
ევროკავშირის ENPARD-ის პროგრამის მხარდაჭერით მიმდინარე პროექტის “ეს წალკაა” ფარგლებში, CENN, საქართველოს ფერმერთა ასოციაცია (GFA) და წალკის ადგილობრივი განვითარების ჯგუფი აცხადებს საგრანტო კონკურსს: „ახალი გამოწვევები – ახალი შესაძლებლობები“. კონკურსის მიზანია სწრაფი რეაგირება მოახდინოს და უპასუხოს იმ ახალ გამოწვევებს, რომლის წინაშეც დადგა საქართველო კორონა ვირუსის გავრცელებით გამოწვეული “COVID-19” პანდემიის შედეგად.
საგრანტო კონკურსი იწყება 28 მარტს და დასრულდება 6 აპრილს 18:00 საათზე.
განაცხადის (სააპლიკაციო ფორმა, სამოქმედო გეგმა და ბიუეჯტი) ჩაბარება უნდა მოხდეს ელექტრონული ფორმით შემდეგ მისამართზე: vacancy@cenn.org. გამოგზვნისას სათაურის ველში მითითებული უნდა იყოს საგრანტო კონკურსის დასახელება – საგრანტო კონკურსი: ახალი გამოწვევები – ახალი შესაძლებლობები (წალკა).
აპლიკაციის შესავსებად საჭირო ყველა დოკუმენტის სანახავად/გადმოსაწერად, გთხოვთ დააჭიროთ ქვემოთ წარმოდგენილ შესაბამის დასახელებებს.