addres icon Tsalka LAG office, კლდეკარის N5, წალკა
შემოგვიერთდით: youtube icon
ge

ევროკავშირის ENPARD-ის პროგრამის მხარდაჭერით, წალკის LAG ინტეგრაციისა და ადგილობრივებისათვის ახალი შესაძლებლობების შექმნის მიზნით, აგრძელებს ყოველკვირეული სოციალური საღამოების ორგანიზებას. სექტემბერის თვე ახალგაზრდულ საგანანმანათლებლო შესაძლებლობებს დაეთმო, რამაც ახალგაზრდების დიდი ინტერესი და ჩართულობა გამოიწვია.

25 სექტემბერს, წალკის LAG-მა მორიგ საგანმანათლებლო შეხვედრას უმასპინძლა, რომლის ფარგლებშიც ქვემო ქართლის ახალგაზრდული ორგანიზაციების წარმომადგენლებმა მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ახალგაზრდებს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ERASMUS+ გაცვლითი პროგრამების შესახებ დეტალური ინფორმაცია გაუზიარეს.

რუსთავის საერთაშორისო სკაუტური ცენტრის, ქართველი ახალგაზრდები ევროპისთვის და  ალტერნატიული განათლების აკადემიის წარმომადგენლებმა მონაწილეებს ორგანიზაციების საქმიანობის, ახალგაზრდული ინიციატივებისა და გაცვლითი შესაძლებლობების შესახებ მიაწოდეს საინტერესო ინფორმაცია და დეტალურად გააცნეს გაცვლით-მოხალისეობრივ შესაძლებლობებში მონაწილეობისთვის საჭირო ეტაპები და პროცედურები.

შეხვედრის მეორე ნაწილში გრძელვადიანი გაცვლითი პროგრამით საქართველოში მყოფმა პოლონელმა და გერმანელმა მოხალისეებმა ისაუბრეს თავიანთი ქვეყნის კულტურაზე და  ახალგაზრდებს გაცვლითი პროგრამების უპირატესობაზე გაუზიარეს თავიანთი გამოცდილება.

შეხვედრის ბოლოს გაიმართა გუნდური შეჯიბრებები, რის ფარგლებშიც გამარჯვებული მონაწილეები ორგანიზაციების მხრიდან სიმბოლური საჩუქრებით დასაჩუქრდნენ.

წალკის მუნიციპალიტეტში, წალკის ადგილობრივი განვითარების ჯგუფის (LAG) ორგანიზებით ყოველკვირეული სოციალური საღამოები ეწყობა ევროკავშირის ENPARD-ის პროგრამის მხარდაჭერით მიმდინარე პროექტის „ეს წალკაა“ ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს CENN პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად.

პროექტს „ეს წალკაა“ ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს CENN, საქართველოს ფერმერთა ასოციაციასთან (GFA) და სოფლის განვითარების კვლევით ინსტიტუტთან (Ifls) თანამშრომლობით.

ევროკავშირი მხარს უჭერს სოფლის მეურნეობასა და სოფლის განვითარებას საქართველოში ENPARD-ის პროგრამის დახმარებით. პროგრამა ხორციელდება 2013 წლიდან და მისი მთლიანი ბიუჯეტი შეადგენს 179.5 მილიონ ევროს. ENPARD-ის ძირითადი მიზანი საქართველოში სოფლად სიღარიბის დაძლევაა. პროგრამის პირველი ფაზის პრიორიტეტი სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობა იყო, ხოლო მეორე და მესამე ფაზა მიზნად ისახავს სოფლად მცხოვრები ადამიანების ეკონომიკური განვითარების შესაძლებლობების შექმნას არამარტო აღნიშნულ სექტორში. მეტი ინფორმაციისათვის ეწვიეთ ENPARD-ის ვებ–გვერდს: www.enpard.ge.