addres icon Tsalka LAG office, კლდეკარის N5, წალკა
შემოგვიერთდით: youtube icon
ge en

2020 წლის 14  თებერვალი,  წალკის მუნიციპალიტეტი – ევროკავშირის ENPARD-ის პროგრამის მიერ მხარდაჭერილი პროექტის “ეს წალკაა” ფარგლებში, წალკის ადგილობრივი განვითარების ჯგუფის (LAG) ოფისში, მედიაციისა და სამოქალაქო ჩართულობის პროგრამის ფარგლებში სახალხო დამცველის რეგიონული წარმომადგენლები წალკის მოსახლეობას შეხვდნენ.

სახალხო დამცველი ირმა მჭედლიძე შეხვდა წალკის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ქალებს და ისაუბრა სახალხო დამცველის საქმიანობის, გენდერული თანასწორობის, ქალთა ეკონომიკური დამოუკიდებლობის აუცილებლობის, ოჯახში ძალადობის და რეპროდუქციული ჯანმრთელობის შესახებ. შეხვედრის მთავარი მიზანი იყო მონაწილეთა ცნობიერების ამაღლება და ცოდნის გაუმჯობესება ომბუდსმენის ოფისის, ადამიანის უფლებებისა და საჭიროებების შესახებ.

შეხვედრაზე LAG-ის ადვოკატირების კომიტეტმა განიხილა წალკის მოსახლეობის საკვანძო  გამოწვევები და საჭიროებები.

სახალხო დამცველის ოფისმა აუდიტორიას ადამიანის უფლებათა დარღვევის სხვადასხვა ასპექტზე ინფორმაცია მიაწოდა და  საჭიროებისამებრ მოქალაქეებს ინდივიდუალური კონსულტაცია გაუწია.

LAG-ის მედიაციისა და ადვოკატირების საბჭო მზადაა პროექტის ფარგლებში   აქტიურად განახორციელოს დაგეგმილი საქმიანობები, რაც გულისხმობს წალკის მუნიციპალიტეტში სიღარიბის დონის შემცირებას და მოსახლეობის საცხოვრებელი გარემოს გაუმჯობესებას, მოწყვლადი ჯგუფებისთვის სტრუქტურირებული, ინტერაქტიული დახმარებისა და იურიდიული კონსულტაციების გაწევას.

შეხვედრას ესწრებოდნენ წალკის LAG-ის მედიაციის კომიტეტის წევრები, დაინტერესებული მხარეები და ადგილობრივი მოსახლეობა.

 

პროექტს „ეს წალკაა“ ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს CENN, საქართველოს ფერმერთა ასოციაციასთან (GFA) და სოფლის განვითარების კვლევით ინსტიტუტთან (Ifls) თანამშრომლობით. პროექტის საერთო ბიუჯეტი 2.4 მილიონი ევროა. ENPARD-ის ფარგლებში ევროკავშირი უკვე ახორციელებს მსგავს პროექტებს ბორჯომის, ლაგოდეხის, ყაზბეგის, ქედის, ხულოს, დედოფლისწყაროს, თეთრიწყაროსა და ახალქალაქის მუნიციპალიტეტებში. მიმდინარე წელს, ევროკავშირის დაფინანსებით, სოფლის განვითარების კიდევ ოთხი ახალი პროექტის განხორციელება დაიწყო, კერძოდ წალკის, ახმეტის, წყალტუბოსა და მესტიის მუნიციპალიტეტებში.

ევროკავშირი მხარს უჭერს სოფლის მეურნეობასა და სოფლის განვითარებას საქართველოში ENPARD-ის პროგრამის დახმარებით. პროგრამა ხორციელდება 2013 წლიდან და მისი მთლიანი ბიუჯეტი შეადგენს 179.5 მილიონ ევროს. ENPARD-ის ძირითადი მიზანი საქართველოში სოფლად სიღარიბის დაძლევაა. პროგრამის პირველი ფაზის პრიორიტეტი სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობა იყო, ხოლო მეორე და მესამე ფაზა მიზნად ისახავს სოფლად მცხოვრები ადამიანების ეკონომიკური განვითარების შესაძლებლობების შექმნას არამარტო აღნიშნულ სექტორში. მეტი ინფორმაციისათვის ეწვიეთ ENPARD-ის ვებ–გვერდს: www.enpard.ge.