addres icon Tsalka LAG office, კლდეკარის N5, წალკა
შემოგვიერთდით: youtube icon
ge

26 აპრილი, 2020. წალკის მუნიციპალიტეტი – Welfare Foundation  აქტიურად უმკლავდება კორონავირუსის პანდემიის გავრცელებით მიღებულ გამოწვევებს წალკის მუნიციპალიტეტში. ინიციატივა ევროკავშირის მხარდაჭერილი წალკის ადგილობრივი განვითარების ჯგუფის (LAG) მიერ გამოცხადებული Covid-19 სწრაფი რეაგირების საგრანტო კონკურსის ფარგლებში დაფინანსდა და მიზნად ისახავს კრიზისის ეფექტური მართვის ხელშეწყობას და სამედიცინო პერსონალისა და  ჯანდაცვის სპეციალისტების გადამზადებას და საჭირო სამედიცინო ინვენტარით აღჭურვას.  

ორგანიზაციამ Welfare Foundation უკვე დაიწყო პროექტის განხორცილება და წალკის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრს სამედიცინო ინვენტარი გადასცა.

იმის გათვალისწინებით, რომ ვირუსის პოტენციური გავრცელების პრევენციის მიზნით, კორონავირუსის პანდემიასთან ბრძოლის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი ჰიგიენურ და სამედიცინო საშუალებებზე ხელმისაწვდომობაა, ინიციატივის ფარგლებში წალკის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრს გადაეცა: ქუდები, სტერილური ხალათები, ბახილები, რესპირატორები, სამედიცინო ნიღბები, ხელთათმანები, ხელის დეზინფექტანტები და ქირურგიული სათვალეები.

Welfare Foundation-ის მიერ გადაცემული ინვენტარი, ცენტრის მიერ გადანაწილდება წალკის მუნიციპალიტეტის სამედიცინო პერსონალზე სხვადასხვა სოფლებში.

პროექტის განხორციელების შემდგომ ეტაპზე იგეგმება  წალკის მედპერსონალისათვის საინფორმაციო ვებინარების ციკლის ჩატარება.

აღნიშნული პროექტი დაფინასებულია და ხორციელდება ევროკავშირის მხარდაჭერილი წალკის ადგილობრივი განვითარების ჯგუფის (LAG) მიერ გამოცხადებული COVID-19 სწრაფი რეაგირების საგრანტო კონკურსის ფარგლებში.