addres icon Tsalka LAG office, კლდეკარის N5, წალკა
შემოგვიერთდით: youtube icon
ge en

16-17 ნოემბერი, 2020 – პანდემიით შექმნილი გარემოების გათვალისწინებით ევროკავშირის ENPARD-ის პროგრამის ფინანსური მხარდაჭერით მიმდინარე პროექტის „ეს წალკაა“ ფარგლებში, წალკის ადგილობრივი განვითარების ჯგუფმა 2021 წლის LAG-ის სამოქმედო გეგმის შედგენისა და თვითშეფასების მექანიზმის შემუშავების მიზნით, გერმანელ პარტნიორებთან ორდღიანი სამუშაო შეხვედრა ონლაინ გამართა.

სამუშაო შეხვედრის პირველ დღეს წალკის LAG-ის წევრებმა დეტალურად განიხილეს 2021 წლის LAG-ის სამოქმედო გეგმა, გამოკვეთეს სტრატეგიით გათვალისწინებული სამუშაო თემატური მიმართულებები და გაწერეს კონკრეტული აქტივობების დროითი ჩარჩო და შესრულების ვადები. შეხვედრის მეორე დღეს, LAG-ის წევრებმა სოფლის განვითარების კვლევით ინსტიტუტის (Ifls)“  გერმანელ წარმომადგენლებს გააცნეს წალკის LAG-ის საქმიანობის მიღწევები და გამოწვევები. 

გერმანელმა პარტნიორებმა LAG-ის წევრებს გაუზიარეს ევროპული LEADER მიდგომის გერმანული მოდელი და პრაქტიკა და LAG-ის  როგორც ორგანიზაციის თვითშეფასების სამი მექანიზმი. 

სამუშაო შეხვედრა ინტერაქტიული ხასიათის იყო, რომლის ფარგლებშიც, წალკის LAG-ის წევრებმა გერმანელ პარტნიორებთან ერთად განიხილეს LAG-ის საქმიანობის შეფასების კონკრეტული მაგალითები, თანამშრომლობის მექანიზმები და სამომავლო გეგმები. 

შეხვედრის ბოლოს წალკის LAG-ის წევრები და გერმანელი პარტნიორები შეთანხმდნენ გაზიარებული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენებაზე. წალკის LAG 2021 წლის სამოქმედო გეგმას გერმანელი პარტნიორების მიერ გაზიარებული თვითშეფასების მექანიზმით შეაფასებს და მიღებულ შედეგებს პარტნიორებსაც გაუზიარებს. 

პროექტს „ეს წალკაა“ ევროკავშირის ENPARD-ის პროგრამის ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს CENN, საქართველოს ფერმერთა ასოციაციასთან (GFA) და სოფლის განვითარების კვლევით ინსტიტუტთან (Ifls) თანამშრომლობით. 

ევროკავშირი მხარს უჭერს სოფლის მეურნეობასა და სოფლის განვითარებას საქართველოში ENPARD-ის პროგრამის დახმარებით. პროგრამა ხორციელდება 2013 წლიდან და მისი მთლიანი ბიუჯეტი შეადგენს 179.5 მილიონ ევროს. ENPARD-ის ძირითადი მიზანი საქართველოში სოფლად სიღარიბის დაძლევაა. პროგრამის პირველი ფაზის პრიორიტეტი სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობა იყო, ხოლო მეორე და მესამე ფაზა მიზნად ისახავს სოფლად მცხოვრები ადამიანების ეკონომიკური განვითარების შესაძლებლობების შექმნას არამარტო აღნიშნულ სექტორში. მეტი ინფორმაციისათვის ეწვიეთ ENPARD-ის ვებ–გვერდს: www.enpard.ge 

საკონტაქტო პირები:

მელანო ტყაბლაძე, პროექტის „ეს წალკაა“ მენეჯერი, CENN, melano.tkabladze@cenn.org  

მარი კიკვაძე, კომუნიკაციის მენეჯერი, CENN, marie.kikvadze@cenn.org