addres icon Tsalka LAG office, კლდეკარის N5, წალკა
შემოგვიერთდით: youtube icon

ევროკავშირის მხარდაჭერით წალკის LAG ოქტომბრის თვეში აგრძელებს საგანმანათლებლო შეხვედრების ორგანიზებას. ქვეყანაში გავრცელებული COVID-19 პანდემიით გამოწვეული ვითარების გათვალისწინებით, საგანანმანათლებლო შეხვედრები, ონალინ სივრცეში, განსხვავებული ფორმატით გრძელდება.

საგანმანათლებლო შეხვედრის ახალი ფორმატი წალკის ახალგაზრდებს სთავაზობს ინტეგრაციისაა და მნიშვნელოვანი უნარ-ჩვევების განვითარების ახალ შესაძლებლობას, დებატების ონლაინ კურსში მონაწილეობის მიღების გზით.

კურსის ფარგლებში, მონაწილეები განავითარებენ დებატების, არგუმენტაციის, გუნდური მუშაობის და საჯარო გამოსვლის უნარ-ჩვევებს.

კურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია წალკის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ, IX-XII კლასის ნებისმიერ მოსწავლეს.

თუ ხარ მოტივირებული ახალგაზრდა, გაქვს ონლაინ კურსში მონაწილეობის დრო და სურვილი, მაშინ შეავსე განაცხადი 2020 წლის 18 ოქტომბრის ჩათვლით, შემდეგ მისამართზე: https://forms.gle/is5cAj82pxbtWsWKA

კონკურსის შედეგად შეირჩევა 12 მონაწილე.

დეტალური ინფორმაცია კურსის შესახებ:

კურსის ხანგრძლივობა – 6 დღე, 20-29 ოქტომბერი, 2020 წელი.

კურსის მოდული:

20 ოქტომბერი, 15:00-17:00 საათი: დებატების ზოგადი მიმოხილვა , ისტორიული რაკურსი , უძველესი და უახლესი მაგალითები, დებატების ფორმატები, დებატების უნარ-ჩვევები და კარლ-პოპერის ღირებულებითი ფორმატის გაცნობა.

22 ოქტომბერი, 16:00-18:00 საათი: მტკიცებითი და უარმყოფელი პოზიციების ქეისების წერის სტრუქტურა.  რეზოლუციის, არგუმენტების, დამამტკიცებელი მასალის მოძიების, დახარისხების და ასახვის სტრუქტურის გაცნობა; კონტრ არგუმენტების რაოდენობისა და აგების სტრუქტურის განსაზღვრა .

23 ოქტომბერი, 16:00-18:00 საათი: სპიკერების ფუნქცია- მოვალეობების განხილვა. ინდივიდუალური მახასიათებლები, გამოსვლის დროები და გასათვალისწინებელი რჩევები .

26 ოქტომბერი, 15:00-17:00 საათი: ჯვარედინი დაკითხვა, კითხვების სახეები, კითხვების დასმის ტექნიკა და რჩევები. მსაჯის ბიულეტენის გაცნობა და შესაფასებელი კრიტერიუმების შესწავლა.

27 ოქტომბერი, 15:00-17:00 საათი: პრაქტიკა – თამაში, გუნდების დანაწილება გამომსვლელებად და მსაჯებად.

29 ოქტომბერი, 16:00-18:00 საათი: პოზიციების შეცვლა, საბოლოო წარდგენა და გამარჯვებული გუნდის გამოვლენა.

კურსის წარმატებით გავლის შემთხვევაში, მონაწილეებს გადაეცემათ სერთიფიკატები.

ტრენერის შესახებ:

ბაია ბოლქვაძე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კურსდამთავრებულია. ამჟამად ის სწავლას ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში აგრძელებს, განათლების ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამაზე. ბაია 2017 წელს გახდა საქართველოს რესპუბლიკური ტურნირის გამარჯვებული და ტოპ-სპიკერი, 2018 წელს პროექტ “იდებატე უკეთესი განათლებისთვის” გამარჯვებული, 2019 წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გამართული დებატ-ტურნირის გამარჯვებული და ტოპ-სპიკერი. 2020 წლიდან კი ის მედია წიგნიერების სერტიფიცირებული ტრენერია.