addres icon Tsalka LAG office, კლდეკარის N5, წალკა
შემოგვიერთდით: youtube icon

5 ივნისს მსოფლიო გარემოს დაცვის დღეს აღნიშნავს!

წელს, მსოფლიო გარემოს დაცვის დღის აღსანიშნავად, ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი წალკის ადგილობრივი განვითარების ჯგუფი (LAG) აცხადებს ვიდეოკონკურსს – დროა, ვიმოქმედოთ #ბუნებისათვის წალკის მუნიციპალიტეტის სკოლის მოსწავლეებისათვის!

წლევანდელი წლის თემაა #ბიომრავალფეროვნება. დროა, ერთად ვიმოქმედოთ #ბუნებისათვის. დროა, ხელახლა გავიაზროთ ჩვენსა და ბუნებას შორის არსებული კავშირი. დროა, გადაწყვეტილების მიღების პროცესში ვიფიქროთ ბუნებაზე და გავითვალისწინოთ, რა არის საჭირო ბუნებასთან ჰარმონიული თანაცხოვრებისათვის.

კონკურსი მიზნად ისახავს ახალგაზრდების თვალით დანახული გარემოს დაცვის საკითხების პოპულარიზაციას და  მათი ჩართულობის გაზრდას.

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია წალკის მუნიციპალიტეტის ნებისმიერი სკოლის მოსწავლეს, როგორც ინდივიდუალურად, ისე ჯგუფურად, სკოლაში ეკოკლუბის ფუნქციონირების შემთხვევაში.

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად მონაწილეებმა უნდა წარმოადგინონ მათ მიერ გადაღებული ვიდეოები შემდეგ თემებზე:

  • გარემო და ბიომრავალფეროვნება
  • ბუნებისა და ადამიანის ჰარმონიული თანაცხოვრების ისტორია
  • ჩემი თვალით დანახული ბუნება (რას ნიშნავს ჩემთვის ბუნება?)
  • როგორ აღვნიშნავ გარემოს დაცვის დღეს

მნიშვნელოვანია, ვიდეოში კარგად იყოს წარმოჩენილი შერჩეული თემის მნიშვნელობა და ავტორისეული ხედვა.

ვიდეოების სტილი შეზღუდული არ არის და შეიძლება ასახავდეს კონკრეტულ მოქმედებებს ან იყოს ვლოგის სტილში გადაღებული.

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად დაგჭირდებათ:

  • სურვილი
  • 1 ვიდეო
  • კრეატიულობა და მოტივაცია

გაითვალისწინეთ, ვიდეოს ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 2 წუთს.

ვიდეოები შეიძლება წარმოადგინოთ: ქართულ, სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზე

კონკურსში მონაწილეობისათვის შეასეთ აპლიკაცია: https://forms.gle/eTVaXNWrAvt5YqJu7

ვიდეოების გამოგზავნის ბოლო ვადაა: 11 ივნისი, 2020. 16:00 საათი.

კონკურსის ფარგლებში გამოვლინება 3 გამარჯვებული.

  • 1 ადგილი – ტაბლეტი და ონლაინ ტრენინგკურსი მობაილ ფოტოგრაფიასა და ვიდეოედიტინგზე
  • 2 ადგილი – Netflix 3-თვიანი ექაუნთი, ბიბლუსის 100-ლარიანი ვაუჩერი, ონლაინ ტრენინგკურსი მობაილ ფოტოგრაფიასა და ვიდეოედიტინგზე
  • 3 ადგილი – Netflix 3-თვიანი ექაუნთი, ბიბლუსის 50-ლარიანი ვაუჩერი, ონლაინ ტრენინგკურსი მობაილ ფოტოგრაფიასა და ვიდეოედიტინგზე

უპირატესობა მიენიჭება ვიდეოებს, სადაც წარმოდგენილი იქნება: 

თემის აქტუალობა, კრეატიულობა, ორიგინალურობა და ვიდეოს ხარისხი.

ინსპირაციისათვის ეწვიეთ შემდეგ მისამართს: https://www.mobilefilmfestival.com/en/

იმისათვის, რომ ვიზრუნოთ საკუთარ თავზე, მნიშვნველოვანია, ვიზრუნოთ გარემოზე, რომელშიც ვცხოვრობთ და მხარი დავუჭიროთ ახალგაზრდებს, რომელთა ხმას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს უკეთესი მომავლის შექმნაში.

პროექტის „ეს წალკაა“ მიზანია მუნიციპალიტეტში სიღარიბის დონის შემცირება და მოსახლეობის საცხოვრებელი გარემოს გაუმჯობესება, არსებული ეკონომიკური, სოციალური და გარემოსდაცვითი გამოწვევების გადაჭრა სოფლის მეურნეობის კონკურენტუნარიანობის გაზრდით, ბუნებრივი რესურსების მდგრადი მართვითა და კლიმატისადმი მედეგი სოფლის ეკონომიკის მხარდაჭერით. ამასთან, LEADER მიდგომის გამოყენებით ცოდნაზე, ინოვაციებსა და ახალ ტექნოლოგიებზე ხელმისაწვდომის უზრუნველყოფით, ბიზნეს კავშირების დამყარებითა და სამუშაო ადგილების შექმნის გზით, პროექტი გააძლიერებს საოჯახო მეურნეობებს, მეწარმეებს, ქალებს, ახალგაზრდებსა და სხვა ადგილობრივ ჯგუფებს.

პროექტს „ეს წალკაა“ ევროკავშირის ENPARD-ის პროგრამის ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს CENN, საქართველოს ფერმერთა ასოციაციასთან (GFA) და სოფლის განვითარების კვლევით ინსტიტუტთან (Ifls) თანამშრომლობით.

ევროკავშირი მხარს უჭერს სოფლის მეურნეობასა და სოფლის განვითარებას საქართველოში ENPARD-ის პროგრამის დახმარებით. პროგრამა ხორციელდება 2013 წლიდან და მისი მთლიანი ბიუჯეტი შეადგენს 179.5 მილიონ ევროს. ENPARD-ის ძირითადი მიზანი საქართველოში სოფლად სიღარიბის დაძლევაა. პროგრამის პირველი ფაზის პრიორიტეტი სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობა იყო, ხოლო მეორე და მესამე ფაზა მიზნად ისახავს სოფლად მცხოვრები ადამიანების ეკონომიკური განვითარების შესაძლებლობების შექმნას არამარტო აღნიშნულ სექტორში. მეტი ინფორმაციისათვის ეწვიეთ ENPARD-ის ვებ–გვერდს: www.enpard.ge.