კონკურსი - #იმოქმედე კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ
22.აპრილი.202022 აპრილს მსოფლიო დედამიწის დღეს აღნიშნავს.
წლევანდელი წლის გზავნილია იმოქმედე კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ!
დედამიწის დღის აღსანიშნავად პროექტი ეს წალკაა, ევროკავშირის ENPARD-ის პროგრამის მხარდაჭერით, წალკაში მცხოვრებ ახალგაზრდებს სთავაზობს საინტერესო და სახალისო კონკურსს!
კონკურსში გამარჯვებული დასაჩუქრდება CENN-ის სასაჩუქრე სეტით და 3 თვიანი ინტერნეტ პაკეტით.
ვიწვევთ წალკაში მცხოვრებ ახალგაზრდებს 22 აპრილის 14:00 საათიდან 48 საათის განმავლობაში განახორციელონ, რაც შეიძლება მეტი ქმედება ქვემოთ ჩამოთვლილ აქტივობებიდან.
კონკურსში გაიმარჯვებენ ის ახალგაზრდები, ვინც ყველაზე მეტ აქტივობას განახორციელებს. კონკურსში გამარჯვებისათვის საჭიროა, მონაწილემ განახორციელოს, მინიმუმ, 4 აქტივობა.
შეგახსენებთ, რომ თქვენ მიერ განხორციელებული ყველა ქმედება უნდა ატვირთოთ სოციალური მედიის ქსელში ფოტო ან ვიდეოს სახით სათაურით #დედამიწისდღე #earthday და აუცილებლად უნდა მონიშნოთ @EMBRACETsalka და @CENN (facebook) ან CENN_official (ინსტაგრამი).
- დაამატე Earth Day ჩარჩო თავისი ლოგოთი შენს ფბ-ის პროფილს და დაწერე რატომ არის მნიშვნელოვანი ეს დღე შენთვის და რომელი გარემოსდაცვითი პრობლემა გაწუხებს. პროფილის ჩარჩოს გადმოსაწერად მიყევით შემდეგ ლინკს: https://www.facebook.com/ThinkNaturally/photos/a.101835086562356/2902616056484231/?type=3&theater
- შეარჩიე საინტერესო ვიზუალური მასალა (პოსტერი, ვიდეო და სხვ.) ინტერნეტში, რომელიც, შენი აზრით ყველაზე, კარგად ასახავს კლიმატის ცვლილების პრობლემას, ატვიერთე ფბ გვერდზე და დაწერე, რატომ შეარჩიე პოსტერი და რატომ არის ეს შენთვის მნიშვნელოვანი.
- უარი თქვი ერთჯერად ნივთებზე და ჩაანაცვლე ისინი მრავალჯერადი მოხმარების ალტერნატივებით. გადაიღე ფოტო, ამას როგორ აკეთებ და ატვირთე ფბ-გვერდზე თავისი აღწერით
- იმისათვის, რომ ნარჩენების წარმოქმნა შევამციროთ ეცადეთ, თქვენს ნარჩენებს მისცეთ ახალი დანიშნულება – გააკეთე ნარჩენებისგან ახალი ორიგინალური ნივთები. მაგალითად, ძველი მაისურისგან – ახალი ჩანთა.
- დარგე მცენარე, ასახე ეს პროცესი ფოტზე ან ვიდეოთი და ატვირთე სოც.მედიაზე.
- ჰიგიენური ნორმების დაცვა ძალიან მნიშვნელოვანია, გადაიღე ვიდეო ხელის სწორად დაბანის შესახებ და ატვირთე სოც.ქსელში
- რადგან დღეს სოციალური დისტანციის დაცვა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, სხვადასხვა ფორმით მოუწოდე შენს მეგობრებს, დარჩნენ სახლში და იზრუნონ საკუთარ და სხვების ჯანმრთელობაზე. დააფიქსირე ეს ქმედება სოც.მედიის ქსელში.
არ დაგავიწყდეს ჰეშთეგი #დედამიწისდღე #earthday და დათაგე ჩვენი პროგრამა @EMBRACETsalka და @CENN
განხორციელებული აქტივობების ბმულები გამოაგზავნეთ 24 აპრილს, 14:00 საათამდე შემდეგ მისამართზე: marie.kikvadze@cenn.org, სათაურში მიუთითეთ „პატარა ნაბიჯები, დიდი ცვლილებებისთვის – იმოქმედე დღეს“.