addres icon Tsalka LAG office, კლდეკარის N5, წალკა
შემოგვიერთდით: youtube icon

11 მაისი, 2020. წალკის მუნიციპალიტეტი – ევროკავშირის მხარდაჭერილი წალკის ადგილობრივი განვითარების ჯგუფის (LAG) მიერ გამოცხადებული Covid-19 სწრაფი რეაგირების საგრანტო კონკურსის გამარჯვებული პროექტი: ერთნაირი შესაძლებლობა ქვეყნის ყველა მოქალაქეს განათლებისა და ინფორმაციის მისაღებად აქტიურად აგრძელებს პროექტით გათვალისწინებული აქტივობების განხორციელებას წალკის მუნიციპალიტეტში.

11 მაისს, პროექტის წარმომადგენლებმა კრიზისულ პერიოდში არაფორმალური განათლების ხელშესაწყობად წალკის მუნიციპალიტეტის სკოლების მოსწავლეებისათვის, მასწავლებლებისა და მშობლებისათვის ვებინარი ჩაატარა.

ვებინარის მთავარი თემა ეხებოდა კორონავირუსის გავრცელებას, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის რეკომენდაციებსა და #დარჩისახლში კამპანიას.

ვებინარი ინტერაქციული ხასიათის იყო და მასში მონაწილეობდა 25 ადამიანი. აღნიშნული პროექტის აქტივობები ითვალისწინებს წალკის მუნიციპალიტეტში მცხოვრები მოსახლეობისათვის განათლებასა და ინფორმაციაზე თანაბარი და დროული ხელმისაწვდომობის შექმნას.

სსიპ – წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ ბარეთის საჯარო სკოლის ინიციატივა დაფინანსებულია ევროკავშირის მხარდაჭერილი წალკის ადგილობრივი განვითარების ჯგუფის (LAG) მიერ გამოცხადებული Covid-19 სწრაფი რეაგირების საგრანტო კონკურსის ფარგლებში.

COVID-19 სწრაფი რეაგირების საგრანტო კონკურსიახალი გამოწვევებიახალი შესაძლებლობებიგამოცხადდა ევროკავშირის მხარდაჭერილი პროექტისეს წალკააფარგლებში. პროექტს  სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის, ENPARD-ის დახმარებით ახორციელებს CENN, საქართველოს ფერმერთა ასოციაციასთან (GFA) და სოფლის განვითარების კვლევით ინსტიტუტთან (Ifls) თანამშრომლობით.

ევროკავშირი მხარს უჭერს სოფლის მეურნეობასა და სოფლის განვითარებას საქართველოში ENPARD-ის პროგრამის დახმარებით. პროგრამა ხორციელდება 2013 წლიდან და მისი მთლიანი ბიუჯეტი შეადგენს 179.5 მილიონ ევროს. ENPARD-ის ძირითადი მიზანი საქართველოში სოფლად სიღარიბის დაძლევაა. პროგრამის პირველი ფაზის პრიორიტეტი სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობა იყო, ხოლო მეორე და მესამე ფაზა მიზნად ისახავს სოფლად მცხოვრები ადამიანების ეკონომიკური განვითარების შესაძლებლობების შექმნას არამარტო აღნიშნულ სექტორში. მეტი ინფორმაციისათვის ეწვიეთ ENPARD-ის ვებგვერდს: www.enpard.ge.