addres icon Tsalka LAG office, კლდეკარის N5, წალკა
შემოგვიერთდით: youtube icon

თუ ხარ აქტიური და მოტივირებული ჟურნალისტი, გაინტერესებს საქართველოს კუთხეები, მათი ისტორია და კულტურა, და ზრუნავ ქვეყნის მდგრადი ტურისტული პოტენციალის განვითარებაზე, მაშინ ეს შესაძლებლობა შენთვისაა!

2 სექტემბერს,  ევროკავშირის ENPARD-ის მხარდაჭერილი პროექტის „ეს წალკაა“ ფარგლებში, CENN და წალკის LAG მედიის დაინტერესებულ წარმომადგენლებს გიწვევთ წალკის მუნიციპალიტეტში, დაგეგმილ შემეცნებით მედია ტურში მონაწილეობის მისაღებად.

მედია ტურის მიზანია წალკის უნიკალური ბუნებრივი და კულტურული ღირშესანიშნაობების და მრავალფეროვანი ტურისტული პოტენციალის ფართო საზოგადოებისათვის გაცნობა და ზოგადად მუნიციპალიტეტებში არსებული რესურსების პოპულარიზაცია და მათ შესახებ ცნობადობის გაზრდა.

ტურის ფარგლებში მონაწილეები გაიცნობენ ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილ პროექტებს, ადგილობრივ წარმატებულ მეწამეებს, ეწვევიან წალკის კულტურული მემკვიდრეობისა და ბუნების ძეგლებს,  გაეცნობიან ადგილობრივ საჭიროებებს და მოისმენენ საინტერესო ინფორმაციას ადგილობრივების შესახებ.

ტურის დასრულების შემდეგ მონაწილეებმა უნდა შექმნან სტატიები, ფოტო რეპორტაჟები, სიუჟეტები, ბლოგები ან ვლოგები.

მედია ტურში მონაწილეობის მიღება შეუძლია ნებისმიერი მედია პლატფორმის წარმომადგენელს, ვლოგის ან/და ბლოგის ავტორებს.

ევროკავშირის მხარდაჭერით CENN ფარავს ტურში მონაწილეობის ყველა ხარჯს.

ტურში მონაწილეობით დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, 25 აგვისტოს ჩათვლით გამოაგზავნოთ თქვენი CV მისამართზე marie.kikvadze@cenn.org სათაურის ველში მიუთითეთ – „მედია ტური წალკაში“.

დამატებითი კითხვების შემთხვევაში, დაგვიკავშირდით +995 577 95 90 20

პროექტის შესახებ

ეს წალკაა – https://bit.ly/3iZGn8K

LEADER-ის შესახებ – https://bit.ly/3cqhcJU