addres icon Tsalka LAG office, კლდეკარის N5, წალკა
შემოგვიერთდით: youtube icon
CENN-ის მიმდინარე პროექტების – ციფრული კავკასია (Digital Caucasus), EU4Youth: სოციალური მეწარმეობის ეკოსისტემის განვითარება მწვანე ზრდისათვის (SEED) და ეს წალკაა (Embrace Tsalka) ბენეფიციარმა 9 საწარმომ, სომხეთში, Harvest Festival: Rural Life and Traditions-ში მიიღო მონაწილეობა და საერთაშორისო დამთვალიერებელს თავიანთი ადგილობრივი, ბიო პროდუქტი გააცნო.
გამოფენაში მონაწილეობას იღებდნენ როგორც სოციალური და მწვანე საწარმოები, ისე აგრო მეურნეობები და ტურისტული ბიზნესები გორის, ნინოწმინდის, წალკის და გურჯაანის მუნიციპალიტეტებიდან.
ფესტივალის საერთაშორისო დამთვალიერებლებს შესაძლებლობა ჰქონდათ გაცნობოდნენ კარტოფილის, ყველისა და თაფლის წარმოებას წალკის მუნიციპალიტეტიდან, ვაშლის ჩიფსების ინდუსტრიასა და მეღვინეობას, ისევე როგორც მდგრადი მოდის ნაწარმს გორის მუნიციპალიტეტიდან და ბალახეული ჩაის წარმოებას გურჯაანის მუნიციპალიტეტიდან. გამოფენაში ასევე მონაწილეობას იღებდა ქართული ინოვაციური სამოგზაურო პლატფორმა, რომელიც დამთვალიერებლებს თავის ტურისტულ სერვისს აცნობდა.
ქართველი მონაწილეების გარდა, ფესტივალზე გამოფენილი იყვნენ CENN-ის რეგიონული პროექტების – ციფრული კავკასია (Digital Caucasus) და EU4Youth: სოციალური მეწარმეობის ეკოსისტემის განვითარება მწვანე ზრდისათვის (SEED) სომეხი ბენეფიციარები, რომლებიც წარმოადგენდნენ სოციალურ და მწვანე, ისევე როგორც მდგრად ტურისტულ საწარმოებს.
ბენეფიციარი კომპანიების გამოფენაში მონაწილეობა ორგანიზებული იყო CENN-ის მიმდინარე პროექტების: (1) „EU4Youth – სოციალური მეწარმეობის ეკოსისტემების განვითარება (SEED) მწვანე ზრდისთვის“ საქართველოსა და სომხეთში, (2) USAID-ის ევროპისა და ევრაზიის ბიუროს, ეკონომიკური განვითრების, მმართველობისა და საწარმოთა ზრდის (EDGE) პროექტის მიერ გამოყოფილი გრანტის ფარგლებში მხარდაჭერილი ინიციატივა საქართველოში, სომხეთსა და აზერბაიჯანში „ციფრული კავკასია“ და ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის „ეს წალკაა“ ფარგლებში.