addres icon Tsalka LAG office, კლდეკარის N5, წალკა
შემოგვიერთდით: youtube icon

18 მაისი, 2020. წალკის მუნიციპალიტეტი – ახალი COVID-19 ვირუსის გავრცელებამ ბევრი რამ გვასწავლა. მათ შორის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სწორედ, რომ კრიზისულ სიტუაციებში შექმნილი გამოწვევების დაძლევა და ამ გამოწვევების ახალ შესაძლებლობებად გადაქცევა აღმოჩნდა.

ერთმანეთის მხარდაჭერა, მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის გამოჩენა და იზოლაციის პირობებში ახალგაზრდებისათვის ახალი საგანმანათლებლო შესაძლებლობების შექმნა აღმოჩნდა ის ძირითადი მოტივაციის წყარო, რამაც წალკის მუნიციპალიტეტში მცხოვრები 116 ახალგაზრდა სხვადასხვა აქტივობების და ერთი იდეის ირგვლივ გააერთიანა ონლაინ სივრცეში.

სოციალური საწარმო “გუმბათი”-ს მიერ ინიცირებულმა იდეამ, რომელმაც ევროკავშირის მხარდაჭერით, წალკის LAG-ის მიერ გამოცხადებულ COVID-19 სწრაფი რეაგირების საგრანტო კონკურსის ფარგლებში მოიპოვა დაფინანსება, მნიშვნელოვანი საგანმანათლებლო შესაძლებლობები შეუქმნა წალკაში მცხოვრებ 100-ზე მეტ მოსწავლეს და ინიციატივის ფარგლებში მონაწილეებისათვის ინტერნეტსა და ტელევიზიაზე ხელმისაწვდომობაც უზრუნველყო.

პროექტის ორგანიზატორების დახმარებით, მეყვავილეობისა და ხელნაკეთი ნივთების ჯგუფში გაწევრიანებული მონაწილეებისათვის იზოლაციის პერიოდი უფრო სახალისო და შემოქმედებითი გახდა. მონაწილეებმა დისტანციურ რეჟიმში  პრაქტიკული გამოცდილება მიიღეს, ხელნაკეთი ნივთები შექმნეს და ამ ყველაფერთან ერთად მეყვავილეობაც კი დაიწეს.

პროექტი „წიგნიერი მეყვავილე“ ინიცირებულია სოციალური საწარმო გუმბათის მიერ და მიზნად ისახავს პანდემიისას იზოლაციაში ყოფნით გამოწვეული ფსიქოლოგიური და ემოციური პრობლემების შემცირებას. ინიციატივა გათვლილია წალკის მუნიციპალიტეტის სოფლებში მცხოვრებ ახალგაზრდებზე და მიზნად ისახავს იზოლაციის პირობებში, ონლაინ საგანმანათლებლო აქტივობებში მათი ჩართულობის ხელშეწყობას.

პროექტი „წიგნიერი მეყვავილე“ ინიცირებულია სოციალური საწარმო გუმბათის მიერ და მიზნად ისახავს პანდემიისას იზოლაციაში ყოფნით გამოწვეული ფსიქოლოგიური და ემოციური პრობლემების შემცირებას. ინიციატივა გათვლილია წალკის მუნიციპალიტეტის სოფლებში მცხოვრებ ახალგაზრდებზე და მიზნად ისახავს იზოლაციის პირობებში, ონლაინ საგანმანათლებლო აქტივობებში მათი ჩართულობის ხელშეწყობას. 

ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი COVID-19 სწრაფი რეაგირების საგრანტო კონკურსი „ახალი გამოწვევები – ახალი შესაძლებლობები“ გამოცხადდა ევროკავშირის მხარდაჭერილი პროექტის „ეს წალკაა“ ფარგლებში. პროექტს სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის, ENPARD-ის დახმარებით ახორციელებს CENN, საქართველოს ფერმერთა ასოციაციასთან (GFA) და სოფლის განვითარების კვლევით ინსტიტუტთან (Ifls) თანამშრომლობით.

ევროკავშირი მხარს უჭერს სოფლის მეურნეობასა და სოფლის განვითარებას საქართველოში ENPARD-ის პროგრამის დახმარებით. პროგრამა ხორციელდება 2013 წლიდან და მისი მთლიანი ბიუჯეტი შეადგენს 179.5 მილიონ ევროს. ENPARD-ის ძირითადი მიზანი საქართველოში სოფლად სიღარიბის დაძლევაა. პროგრამის პირველი ფაზის პრიორიტეტი სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობა იყო, ხოლო მეორე და მესამე ფაზა მიზნად ისახავს სოფლად მცხოვრები ადამიანების ეკონომიკური განვითარების შესაძლებლობების შექმნას არამარტო აღნიშნულ სექტორში. მეტი ინფორმაციისათვის ეწვიეთ ENPARD-ის ვებ–გვერდს: www.enpard.ge.