addres icon Tsalka LAG office, კლდეკარის N5, წალკა
შემოგვიერთდით: youtube icon

4-15 სექტემბერს, ევროკავშირის მხარდაჭერით, რვა წარმატებულმა მეწარმემ ქედისა და წალკის მუნიციპალიტეტებიდან ერევანში გამართულ საერთაშორისო ფესტივალში მიიღო მონაწილეობა. სომხეთის დედაქალაქმა უმასპინძლა გამოფენა–გაყიდვას “მოსავლის ფესტივალი–სოფლად ცხოვრება და ტრადიციები”. მეწარმეთა გაძლიერებისადმი მიძღვნილ ღონისძიებებში სხვადასხვა ქვეყნიდან საგანგებოდ ჩამოსულმა ასამდე სტუმარმა მიიღო მონაწილეობა.

 

ქედის მუნიციპლაიტეტიდან, ქალთა ჯგუფის მიერ, წარმოდგენილი იყო მაღალმთიან აჭარაში წარმოებული ღვინო, მურაბები, თხილი, ყველი და სუნელები. წალკელმა ფერმერებმა კი ადგილობრივი თაფლი და სხვადასხვა სახის ყველი გააცნეს სტუმრებს.

 

ოფიციალური საფესტივალო ღონისძიებების გარდა, მონაწილეებს შესაძლებლობა მიეცათ მოენახულებინათ ორგანიზაცია Green Lane-ის ორგანული ფერმა და მწვანე ცენტრი ერევნის სიახლოვეს. საქართველოსაკენ მომავალ გზაზე მონაწილეები ეწვივნენ სოფელ ხაშტარაკს, სადაც ENPARD სომხეთის ერთ–ერთ ბენეფიციარს შეხვდნენ და მისი ჟოლოს ბაღი და წარმოება მოინახულეს. მასპინძელმა სტუმრებს გაუზიარა თავისი გამოცდილება სოფლად მცხოვრებ ქალთა საბჭოს წევრობაზე, რომელიც შეიქმნა CENN-ისა და Green Lane-ის ერთობლივი ძალისხმევით პროექტის “ქალთა გაძლიერება ბუნებრივი რესურსების მართვის მიმართულებით სამხრეთ კავკასიის ქვეყნებში” ფარგლებში.

 

ვიზიტისრგანიზება შესაძლებელი გახდა ევროკავშირის მიერ სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის (ENPARD) ფარგლებში მხარდაჭერილი პროექტების –  ეს წალკაა“ და „ქედა ლიდერი“. ქედის და წალკის მუნიციპალიტეტში პროექტს ახორციელებს CENN სხვა ადგილობრივ და საერთაშორისო პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად.

ევროკავშირი მხარს უჭერს სოფლის მეურნეობასა და სოფლის განვითარებას საქართველოში ENPARD-ის პროგრამის დახმარებით. პროგრამა ხორციელდება 2013 წლიდან და მისი მთლიანი ბიუჯეტი შეადგენს 179.5 მილიონ ევროს. ENPARD-ის ძირითადი მიზანი საქართველოში სოფლად სიღარიბის დაძლევაა. პროგრამის პირველი ფაზის პრიორიტეტი სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობა იყო, ხოლო მეორე და მესამე ფაზა მიზნად ისახავს სოფლად მცხოვრები ადამიანების ეკონომიკური განვითარების შესაძლებლობების შექმნას არამარტო აღნიშნულ სექტორში. მეტი ინფორმაციისათვის ეწვიეთ ENPARD-ის ვებ–გვერდს: www.enpard.ge

69941613_901044130268983_5630888762859847680_n 6866E5F1-82BD-416B-9325-E6A6881CCB80  71185809_901042230269173_2482550595269951488_n IMG_3134 71108779_901042900269106_4447765533558833152_n FC5E9668-D43B-482E-AD20-4E1247E65FA1