addres icon Tsalka LAG office, კლდეკარის N5, წალკა
შემოგვიერთდით: youtube icon

10 აპრილი 2020. წალკის მუნიციპალიტეტი, ქვემო ქართლი –  კორონავირუსის გავრცელებით შექმნილი გამოწვევების მიუხედავად, წალკის ადგილობრივი განვითარების ჯგუფი (LAG) დასახული მიზნების მიღწევას აგრძელებს და წალკის მუნიციპალიტეტის მოსახლეობას ევროკავშირის მხარდაჭერით გამოცხადებული სოფლის განვითარების პირველი საგრანტო კონკურსის შესახებ ინფორმაციას აწვდის.

3-10 აპრილს, წალკის ადგილობრივი განვითარების ჯგუფი წალკის მუნიციპალიტეტის 42 სოფელს EuroBus-ით ეწვია და მოსახლეობას ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი სოფლის განვითარების საგრანტო კონკურსის ფარგლებში არსებული შესაძლებლობების შესახებ ინფორმაცია დისტანციურად მიაწოდა. 

EuroBus-ის საინფორმაციო კამპანია მიზანად ისახავდა წალკის მუნციპალიტეტში მცხოვრები მოსახლეობისათვის თანაბარი პირობების შექმნას, არსებული შესაძლელბობის შესახებ ინფორმაციის მიწოდებით და, პანდემიური კრიზისის ფონზე, საგრანტო კონკურსში ადგილობრივების მაქსიმალური ჩართულობით.

შეგახსენებთ, წალკის ადგილობრივი განვითარების ჯგუფმა მუნიციპალიტეტში პირველი საგრანტო კონკურსი 30 მარტს გამოაცხადა. კონკურსი მიზნად ისახავს მუნიციპალიტეტში ეკონომიკური დივერსიფიკაციის ხელშეწყობას და ადგილობრივი თემების კეთილდღეობისა და სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას. ყოველივე ეს ხოლრციელდება წალკის ადგილობრივი განვითარების სტრატეგიის პრიორიტეტების შესაბამისი პროექტების განხორციელების გზით.

განაცხადების ჩაბარების ბოლო ვადაა 2020 წლის 20 აპრილი, 18:00 საათი. 

განაცხადისათვის საჭირო ყველა დოკუმენტი შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ მისამართზე: https://bit.ly/2wOCPmP 

 

პროექტს „ეს წალკაა“ ევროკავშირის ENPARD-ის პროგრამის ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს CENN, საქართველოს ფერმერთა ასოციაციასთან (GFA) და სოფლის განვითარების კვლევით ინსტიტუტთან (Ifls) თანამშრომლობით. 

ევროკავშირი მხარს უჭერს სოფლის მეურნეობასა და სოფლის განვითარებას საქართველოში ENPARD-ის პროგრამის დახმარებით. პროგრამა ხორციელდება 2013 წლიდან და მისი მთლიანი ბიუჯეტი შეადგენს 179.5 მილიონ ევროს. ENPARD-ის ძირითადი მიზანი საქართველოში სოფლად სიღარიბის დაძლევაა. პროგრამის პირველი ფაზის პრიორიტეტი სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობა იყო, ხოლო მეორე და მესამე ფაზა მიზნად ისახავს სოფლად მცხოვრები ადამიანების ეკონომიკური განვითარების შესაძლებლობების შექმნას არამარტო აღნიშნულ სექტორში. მეტი ინფორმაციისათვის ეწვიეთ ENPARD-ის ვებ-გვერდს: www.enpard.ge.