addres icon Tsalka LAG office, კლდეკარის N5, წალკა
შემოგვიერთდით: youtube icon

5 თებერვალი, 2020. წალკის მუნიციპალიტეტი – ევროკავშირის ENPARD-ის პროგრამის მხარდაჭერილი პროექტის „ეს წალკაა“ ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს CENN პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად, LAG-ის ორგანიზაციული განვითარებისთვის ტრენინგი ჩატარდა.

ტრენინგის მიზანს წარმოადგენდა მონაწილეების ცოდნის დონის ამაღლება LAG-ის, როგორც ორგანიზაციის, განვითარებისა და გაძლიერების საკითხების შესახებ.
სესიების ფარგლებში მონაწილეებმა იმსჯელეს, თუ როგორი უნდა იყოს LAG, როგორც ეფექტური ორგანიზაცია, რა სისტემები და პროცესები უნდა იყოს ჩამოყალიბებული და გამართული ორგანიზაციის ეფექტური ფუნქციონირებისთვის.

მონაწილეები გაეცნენ მართვის ძირითად ფუნქციებს: დაგეგმვა, ორგანიზება, მოტივაცია, შეფასება; დაგეგმვის სხვადასხვა დონეებს, მათ მნიშვნელობასა და ნაბიჯებს, რომლებიც LAG-მა უნდა გადადგას სტრატეგიული და ოპერაციული მართვის ეფექტური სისტემების ჩამოსაყალიბებლად; და დაგეგმვისა და ორგანიზების ძირითად პრინციპებს.

ტრენინგის მოდული მიცავდა პრაქტიკაზე ორიენტირებულ აქტივობებს, რამაც ხელი შეუწყო მონაწილეთა პრაქტიკული უნარ-ჩვევების განვითარებას. ტრენინგს ესწრებოდა 15 ადამიანი.

პროექტს „ეს წალკაა“ ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს CENN, საქართველოს ფერმერთა ასოციაციასთან (GFA) და სოფლის განვითარების კვლევით ინსტიტუტთან (Ifls) თანამშრომლობით. პროექტის საერთო ბიუჯეტი 2.4 მილიონი ევროა. ENPARD-ის ფარგლებში ევროკავშირი უკვე ახორციელებს მსგავს პროექტებს ბორჯომის, ლაგოდეხის, ყაზბეგის, ქედის, ხულოს, დედოფლისწყაროს, თეთრიწყაროსა და ახალქალაქის მუნიციპალიტეტებში. მიმდინარე წელს, ევროკავშირის დაფინანსებით, სოფლის განვითარების კიდევ ოთხი ახალი პროექტის განხორციელება დაიწყო, კერძოდ წალკის, ახმეტის, წყალტუბოსა და მესტიის მუნიციპალიტეტებში.

ევროკავშირი მხარს უჭერს სოფლის მეურნეობასა და სოფლის განვითარებას საქართველოში ENPARD-ის პროგრამის დახმარებით. პროგრამა ხორციელდება 2013 წლიდან და მისი მთლიანი ბიუჯეტი შეადგენს 179.5 მილიონ ევროს. ENPARD-ის ძირითადი მიზანი საქართველოში სოფლად სიღარიბის დაძლევაა. პროგრამის პირველი ფაზის პრიორიტეტი სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობა იყო, ხოლო მეორე და მესამე ფაზა მიზნად ისახავს სოფლად მცხოვრები ადამიანების ეკონომიკური განვითარების შესაძლებლობების შექმნას არამარტო აღნიშნულ სექტორში. მეტი ინფორმაციისათვის ეწვიეთ ENPARD-ის ვებ–გვერდს: www.enpard.ge.