წალკის LAG-ის დახმარებით Welfare Foundation წალკის მედპერსონალისათვის დისტანციურ ტრენინგებს ატარებს
13.მაისი.202012 მაისი, 2020. წალკის მუნიციპალიტეტი – ევროკავშირის მხარდაჭერილი წალკის LAG-ის დახმარებით Welfare Foundation აგრძელებს კორონავირუსის პანდემიის გავრცელებით მიღებულ გამოწვევებთან ბრძოლას წალკის მუნიციპალიტეტში.
პროექტის ფარგლებში, Welfare Foundation-ის ორგანიზებით წალკის მუნიციპალიტეტის პირველადი ჯანდაცვის პერსონალისათვის დისტანციური ტრენინგი ჩატარდა. ტრენინგის ფარგლებში ექიმები გაეცნენ – კოვიდ-19 ეპიდემიოლოგია-ეტიოლოგიას, ვირუსის აგებულებას, გადადების და გავრცელების მექანიზმებს, დაავადების პათოლოგიას, თანდაყოლილ იმუნიტეტს და დაავადებების მიმდინარეობის ეტაპებს.
ინტერაქციული ხასიათის ტრენინგს 10 ექიმი დაესწრო, რომლის ფარგლებშიც მონაწილეები აქტიურად ჩაერთნენ დისკუსიაში, განიხილეს პრაქტიკული მაგალითები, გაუზიარეს გამოცდილება ერთმანეთს და თავიანთი საჭიროებებისა და ინტერესების გათვალისწინებით, მომავალი ტრენინგების მთავარ საკითხებზე შეთანხმდნენ.
Welfare Foundation-ის ინიციატივა ევროკავშირის მხარდაჭერილი წალკის ადგილობრივი განვითარების ჯგუფის (LAG) მიერ გამოცხადებული Covid-19 სწრაფი რეაგირების საგრანტო კონკურსის ფარგლებში დაფინანსდა და მიზნად ისახავს კრიზისის ეფექტური მართვის ხელშეწყობას და სამედიცინო პერსონალისა და ჯანდაცვის სპეციალისტების გადამზადებას და საჭირო სამედიცინო ინვენტარით აღჭურვას.
COVID-19 სწრაფი რეაგირების საგრანტო კონკურსი „ახალი გამოწვევები – ახალი შესაძლებლობები“ გამოცხადდა ევროკავშირის მხარდაჭერილი პროექტის „ეს წალკაა“ ფარგლებში. პროექტს სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის, ENPARD-ის დახმარებით ახორციელებს CENN, საქართველოს ფერმერთა ასოციაციასთან (GFA) და სოფლის განვითარების კვლევით ინსტიტუტთან (Ifls) თანამშრომლობით.
ევროკავშირი მხარს უჭერს სოფლის მეურნეობასა და სოფლის განვითარებას საქართველოში ENPARD-ის პროგრამის დახმარებით. პროგრამა ხორციელდება 2013 წლიდან და მისი მთლიანი ბიუჯეტი შეადგენს 179.5 მილიონ ევროს. ENPARD-ის ძირითადი მიზანი საქართველოში სოფლად სიღარიბის დაძლევაა. პროგრამის პირველი ფაზის პრიორიტეტი სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობა იყო, ხოლო მეორე და მესამე ფაზა მიზნად ისახავს სოფლად მცხოვრები ადამიანების ეკონომიკური განვითარების შესაძლებლობების შექმნას არამარტო აღნიშნულ სექტორში. მეტი ინფორმაციისათვის ეწვიეთ ENPARD-ის ვებ-გვერდს: www.enpard.ge.