addres icon Tsalka LAG office, კლდეკარის N5, წალკა
შემოგვიერთდით: youtube icon

19 ივნისი, 2020. წალკის მუნიციპალიტეტი –  ევროკავშირის მხარდაჭერით წალკის LAG-მა სოციალური საღამოს ფარგლებში პროექტ „ნიჭიერი“-ს გამარჯვებულს, ნონა გიუნაშვილს უმასპინძლა.

ნონამ დამსწრეებს ქვიშის პერფორმანსის წარმოდგენა და ქვიშაზე შესრულებული მხატვრობის ვიდეო კლიპები გააცნო და ქვიშაზე ხატვის მასტერკლასი ჩაუტარა.

მოწვეულმა სტუმარმა აუდიტორიას საკუთარი გამოცდილება გაუზიარა და ქვიშაზე ხატვის ტექნიკებზე ესაუბრა. ნონას თქმით ხატვისას სისწრაფესთან ერთად, მთავარია მაყურებელს მიაწოდო ის ემოცია და გრძნობები, რის გადმოცემაც გულწრფელად გსურს.

სოციალურ საღამოს 20 ადამიანი დაესწრო. მონაწილეებმა ქვიშით ხატვის მასტერკლასში მიიღეს მონაწილეობა და ქვიშაზე ხატვის ხელოვნების შესახებაც მოისმინეს საინტერესო ინფორმაცია.

შეხვედრის მთავარი მიზანი, წალკის მოსახლეობის ინტეგრაციის ხელშეწყობა და მონაწილეებისათვის საინტერესო ინფორმაციისა და გამოცდილების გაზიარება იყო.

მოსახლეობის მაღალი ჩართულობიდან და ინტერესიდან გამომდინარე, ევროკავშირის მხარდაჭერით წალკის LAG მოსახლეობის ინტეგრაციის მიზნით, ყველა საჭირო რეკომენდაციისა და ნორმების დაცვით, რეგულარულად შესთავაზებს მოსახლეობას საინტერესო შეხვედრებს.

პროექტს „ეს წალკაა“ ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს CENN, საქართველოს ფერმერთა ასოციაციასთან (GFA) და სოფლის განვითარების კვლევით ინსტიტუტთან (Ifls) თანამშრომლობით. პროექტის საერთო ბიუჯეტი 2.4 მილიონი ევროა. ENPARD-ის ფარგლებში ევროკავშირი უკვე ახორციელებს მსგავს პროექტებს ბორჯომის, ლაგოდეხის, ყაზბეგის, ქედის, ხულოს, დედოფლისწყაროს, თეთრიწყაროსა და ახალქალაქის მუნიციპალიტეტებში. მიმდინარე წელს, ევროკავშირის დაფინანსებით, სოფლის განვითარების კიდევ ოთხი ახალი პროექტის განხორციელება დაიწყო, კერძოდ წალკის, ახმეტის, წყალტუბოსა და მესტიის მუნიციპალიტეტებში.

ევროკავშირი მხარს უჭერს სოფლის მეურნეობასა და სოფლის განვითარებას საქართველოში ENPARD-ის პროგრამის დახმარებით. პროგრამა ხორციელდება 2013 წლიდან და მისი მთლიანი ბიუჯეტი შეადგენს 179.5 მილიონ ევროს. ENPARD-ის ძირითადი მიზანი საქართველოში სოფლად სიღარიბის დაძლევაა. პროგრამის პირველი ფაზის პრიორიტეტი სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობა იყო, ხოლო მეორე და მესამე ფაზა მიზნად ისახავს სოფლად მცხოვრები ადამიანების ეკონომიკური განვითარების შესაძლებლობების შექმნას არამარტო აღნიშნულ სექტორში. მეტი ინფორმაციისათვის ეწვიეთ ENPARD-ის ვებ–გვერდს: www.enpard.ge