addres icon Tsalka LAG office, კლდეკარის N5, წალკა
შემოგვიერთდით: youtube icon

20-26 ოქტომბერი, 2020. წალკის მუნიციპალიტეტი – წალკის ადგილობრივი განვითარების ჯგუფი (LAG) ინფორმაციაზე თანაბარი ხელმისაწვდომობის შექმნის მიზნით, ევროკავშირის მხარდაჭერით გამოცხადებული სოფლის განვითარების მეორე საგრანტო კონკურსის შესახებ ინფორმაციას სხვადასხვა საკომუნიკაციო საშუალებებით ავრცელებს.

20-26 ოქტომბერს, წალკის LAG მუნიციპალიტეტის 42 სოფელსა და დაბა წალკას EuroBus-ით ეწვია და მოსახლეობას ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი სოფლის განვითარების საგრანტო კონკურსის ფარგლებში არსებული შესაძლებლობების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.

EuroBus-ის საინფორმაციო კამპანიის მთავარი მიზანი ადგილობრივი მოსახლეობის ინფორმირება და წალკის მუნციპალიტეტში მცხოვრები მოსახლეობისათვის ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობის თანაბარი პირობების შექმნა იყო.

შეგახსენებთ, წალკის ადგილობრივი განვითარების ჯგუფმა მუნიციპალიტეტში მეორე საგრანტო კონკურსი 20 ოქტომბერს გამოაცხადა. კონკურსი მიზნად ისახავს მუნიციპალიტეტში ეკონომიკური დივერსიფიკაციის ხელშეწყობას და ადგილობრივი თემების კეთილდღეობისა და სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას. ყოველივე ეს ხოლრციელდება წალკის ადგილობრივი განვითარების სტრატეგიის პრიორიტეტების შესაბამისი პროექტების განხორციელების გზით.

განაცხადების ჩაბარების ბოლო ვადაა 2020 წლის 20 აპრილი, 18:00 საათი. 

განაცხადისათვის საჭირო ყველა დოკუმენტი შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ მისამართზე: https://tsalkalag.ge/grantsii/

პროექტს „ეს წალკაა“ ევროკავშირის ENPARD-ის პროგრამის ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს CENN, საქართველოს ფერმერთა ასოციაციასთან (GFA) და სოფლის განვითარების კვლევით ინსტიტუტთან (Ifls) თანამშრომლობით. 

ევროკავშირი მხარს უჭერს სოფლის მეურნეობასა და სოფლის განვითარებას საქართველოში ENPARD-ის პროგრამის დახმარებით. პროგრამა ხორციელდება 2013 წლიდან და მისი მთლიანი ბიუჯეტი შეადგენს 179.5 მილიონ ევროს. ENPARD-ის ძირითადი მიზანი საქართველოში სოფლად სიღარიბის დაძლევაა. პროგრამის პირველი ფაზის პრიორიტეტი სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობა იყო, ხოლო მეორე და მესამე ფაზა მიზნად ისახავს სოფლად მცხოვრები ადამიანების ეკონომიკური განვითარების შესაძლებლობების შექმნას არამარტო აღნიშნულ სექტორში. მეტი ინფორმაციისათვის ეწვიეთ ENPARD-ის ვებ-გვერდს: www.enpard.ge.