addres icon Tsalka LAG office, კლდეკარის N5, წალკა
შემოგვიერთდით: youtube icon

19-23 აპრილი, 2021. წალკის მუნიციპალიტეტი, ქვემო ქართლი  ევროკავშირის ENPARD-ის პროგრამის ფინანსური მხარდაჭერით მიმდინარე პროექტის „ეს წალკაა“ ფარგლებში, წალკის ადგილობრივი განვითარების ჯგუფმა, რომელიც უკვე მეორე წელია აქტიურად მუშაობს თემის განვითარებაზე, EuroBus-ით წალკის მუნიციპალიტეტების სოფლების შემოვლა და მესამე საგრანტო კონკურსის შესახებ მოსახლეობის ინფორმირება დაასრულა.

მესამე საგრანტო კონკურსის შესახებ ინფორმაციის გავრცელების მიზნით, წალკის LAG-მა 19 აპრილს დაიწყო „EuroBus”-ის მეშვეობით წალკის მუნიციპალიტეტის სოფლების შემოვლა და მოსახლეობის ინფორმირება.

EuroBus უკვე ეწვია წალკის მუნიციპალიტეტის 30 სოფელს და მიაწოდა მოსახლეობას ინფორმაცია ევროკავშირის მხარდაჭერით გამოცხადებული სოფლის განვითარების ხელშემწყობი მესამე საგრანტო კონკურსის შესახებ.

EuroBus-ის მიზანია წალკის მუნციპალიტეტში მცხოვრებ მოსახლეობას შეუქმნას თანაბარი პირობები და მიაწოდოს პროექტის ფარგლებში არსებული შესაძლელბობის შესახებ ინფორმაცია, რადგან უზრუნველყოფილი იყოს კონკურსში მოსახლეობის მაქსიმალური ჩართულობა.

ქვეყანაში (Covid-19) ეპიდემიით გამოწვეული მდგომარეობის გათვალისწინებით, სოფლების შემოვლა და მოსახლეობის ინფორმირება ხდება უსაფრთხოების ზომების მაქსიმალური დაცვით.

შეგახსნებთ, 27 აპრილს CENN პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად წალკის მუნიციპალიტეტში მესამე საგრანტო კონკურსს გამოაცხადებს, რომელიც მიზნად ისახავს მუნიციპალიტეტის ეკონომიკურ დივერსიფიკაციას და ადგილობრივი თემების კეთილდღეობისა და სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას წალკის ადგილობრივი განვითარების სტრატეგიის (LDS) პრიორიტეტების შესაბამისი პროექტების განხორციელების გზით.

განაცხადების ჩაბარების ბოლო ვადაა 2021 წლის 27 მაისი, 18:00 საათი.

განაცხადისათვის საჭირო ყველა დოკუმენტი განთავსდება შემდეგ მისამართზე: https://tsalkalag.ge/

პროექტს ეს წალკაა ევროკავშირის ENPARD-ის პროგრამის ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს CENN, საქართველოს ფერმერთა ასოციაციასთან (GFA) და სოფლის განვითარების კვლევით ინსტიტუტთან (Ifls) თანამშრომლობით.

ევროკავშირი მხარს უჭერს სოფლის მეურნეობასა და სოფლის განვითარებას საქართველოში ENPARD-ის პროგრამის დახმარებით. პროგრამა ხორციელდება 2013 წლიდან და მისი მთლიანი ბიუჯეტი შეადგენს 179.5 მილიონ ევროს. ENPARD-ის ძირითადი მიზანი საქართველოში სოფლად სიღარიბის დაძლევაა. პროგრამის პირველი ფაზის პრიორიტეტი სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობა იყო, ხოლო მეორე და მესამე ფაზა მიზნად ისახავს სოფლად მცხოვრები ადამიანების ეკონომიკური განვითარების შესაძლებლობების შექმნას არამარტო აღნიშნულ სექტორში. მეტი ინფორმაციისათვის ეწვიეთ ENPARD-ის ვებ-გვერდს: www.enpard.ge.