addres icon Tsalka LAG office, კლდეკარის N5, წალკა
შემოგვიერთდით: youtube icon

2022 წლის 20 მაისს,  ევროკავშირის მხარდაჭერილი პროექტის „ეს წალკაა“ ფარგლებში, CENN-მა და წალკის ადგილობრივი განვითარების ჯგუფმა (LAG) მორიგ შემეცნებით სოციალურ საღამოს ახალგაზრდების ჩართულობა ადგილობრივ დონეზე გარემოსდაცვით საკითხებში  წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ გუმბათის სკოლის ეკოჰაბში უმასპინძლა.

შეხვედრაზე განხილული იყო არაფორმალური განათლების მიმართულებები, ახალგაზრდების როლი როგორც საზოგადოებრივ, ისე გარემოსდაცვით საქმიანობაში.  შეხვედრის ფარგლებში პრეზენტაცია დაეთმო აქტივობებისა და ღონისძიებების სწორად და ეფექტიანად წარმართვის შესაძლებლობებს შემდეგი მიმართულებებით:

  • ახალგაზრდების ჩართულობა და აქტივიზმი
  • ძირითადი გარემოსდაცვითი გამოწვევები და მათი გადაჭრის გზები

ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო სკოლის პედაგოგებმა, მოსწავლეებმა და სკოლის ეკოკლუბის წევრებმა. შეხვედრის ბოლოს მოსწავლეებმა ისაუბრეს საკუთარ გეგმებსა და სამომავლოდ დაგეგმილ აქტივობებზე გარემოსდაცვითი აქტივიზმის მიმართულებით.

პროექტსეს წალკააევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს CENN,  საქართველოს ფერმერთა ასოციაციასთან (GFA) და სოფლის განვითარების კვლევით ინსტიტუტთან (Ifls) თანამშრომლობითპროექტის მიზანია ადგილობრივი ეკონომიკური საქმიანობის დივერსიფიკაცია, ინვესტიციების მოზიდვა და კონკრეტული სასოფლოსამეურნეო და გარემოსდაცვითი პრაქტიკის ხელშეწყობა სოფლის განვითარების თანამონაწილეობრივი, სტრატეგიული დაგეგმვის გზით.