addres icon Tsalka LAG office, კლდეკარის N5, წალკა
შემოგვიერთდით: youtube icon

2022 წლის 17 მარტს,  ევროკავშირის მხარდაჭერილი პროექტის „ეს წალკაა“ ფარგლებში, CENN-მა და წალკის ადგილობრივი განვითარების ჯგუფმა (LAG) მორიგ შემეცნებით სოციალურ საღამოს „გარემოს დაცვა: აქტივიზმი და ახალგაზრდების ჩართულობა“ წალკის #1 საჯარო სკოლაში უმასპინძლა.

შეხვედრაზე განხილული იყო არაფორმალური განათლება და მისი მიმართულებები, ახალგაზრდების როლი საზოგადოებრივ და გარემოს დაცვით საქმიანობაში.  ასევე საუბარი გაიმართა აქტივობებისა და ღონისძიებების სწორად და ეფექტიანად წარმართვის შესაძლებლობებზე. ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო სკოლის პედაგოგებმა, მოსწავლეებმა და სკოლის ეკოკლუბის წევრებმა. შეხვედრის ბოლოს მოსწავლეებმა ისაუბრეს საკუთარ გეგმებსა და სამომავლოდ დაგეგმილ აქტივობებზე გარემოსდაცვითი აქტივიზმის მიმართულებით.

პროექტსეს წალკააევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს CENN,  საქართველოს ფერმერთა ასოციაციასთან (GFA) და სოფლის განვითარების კვლევით ინსტიტუტთან (Ifls) თანამშრომლობითპროექტის მიზანია ადგილობრივი ეკონომიკური საქმიანობის დივერსიფიკაცია, ინვესტიციების მოზიდვა და კონკრეტული სასოფლოსამეურნეო და გარემოსდაცვითი პრაქტიკის ხელშეწყობა სოფლის განვითარების თანამონაწილეობრივი, სტრატეგიული დაგეგმვის გზით.