addres icon Tsalka LAG office, კლდეკარის N5, წალკა
შემოგვიერთდით: youtube icon

14 მაისი, 2020. წალკის მუნიციპალიტეტი – ვროკავშირის მხარდაჭერილი, წალკის ადგილობრივი განვითარების ჯგუფის (LAG) მიერ გამოცხადებული #Covid19 სწრაფი რეაგირების საგრანტო კონკურსის ერთერთი გამარჯვებული პროექტი „წიგნიერი მეყვავილე,“ აგრძელებს პანდემიით გამოწვეულ კრიზისთან ბრძოლას და აქტიურად ახორციელებს პროექტით გათვალისწინებულ საგანმანათლებლო აქტივობებს წალკის მუნიციპალიტეტში.

პროექტის ფარგლებში წალკაში მცხოვრები 116 მოსწავლე უკვე დარეგისტრირდა და ჩაერთო სხვადასხვა ონლაინ სასწავლო კურსებში, როგორიცაა: წიგნიერება, მეყვავილეობა, ვიდეორგოლის შექმნა და ხელნაკეთი ნივთების დამზადება.

არსებული გამოწვევების ფონზე, მნიშვნელოვანია მოსწავლეებისათვის ახალი უნარ-ჩვევების განვითარება და მნიშვნელოვანი პლატფორმების გამოყენების სწავლება. სწორედ ამიტომ, პროექტის ორგანიზატორების დახმარებით ყველა მონაწილემ ისწავლა Zoom პლატფორმის გამოყენება და ჩაერთო ონლაინ საგანმანათლებლო აქტივობებში.

მეყვავილეობის ჯგუფში გაწევრიანებულ მოსწავლეებს დაურიგდათ ყვავილები და ისინი სასწავლო კურსის ფარგლებში აქტიურად ასრულებენ პრაქტიკულ სამუშაოებსა და დავალებებს. საგულისხმოა, რომ  პროექტში ჩართულ ყველა მონაწილეს გადაეცა საჭირო სასწავლო მასალები და აქვს წვდომა ინტერნეტთან,  რის შედეგადაც ისინი აქტიურად ახორციელებენ სხვადასხვა საინტერესო, შემეცნებით და საგანმანათლებლო აქტივობებს.

პროექტის მონაწილეებისათვის სწავლებისა და შემეცნებითი აქტივობების მსგავსი ფორმატი უცხო და ახალია, მაგრამ როგორც ისინი გვიყვებიან, იზოლაციის პირობებში აღნიშნული ფორმატი ძალიან საინტერესო და სახალისო აღოჩნდა მათთვის. 

პროექტი „წიგნიერი მეყვავილე“ ინიცირებულია სოციალური საწარმო გუმბათის მიერ და მიზნად ისახავს პანდემიისას იზოლაციაში ყოფნით გამოწვეული ფსიქოლოგიური და ემოციური პრობლემების შემცირებას. ინიციატივა გათვლილია წალკის მუნიციპალიტეტის სოფლებში მცხოვრებ ახალგაზრდებზე და მიზნად ისახავს იზოლაციის პირობებში, ონლაინ საგანმანათლებლო აქტივობებში მათი ჩართულობის ხელშეწყობას.

ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი COVID-19 სწრაფი რეაგირების საგრანტო კონკურსი „ახალი გამოწვევებიახალი შესაძლებლობები“ გამოცხადდა ევროკავშირის მხარდაჭერილი პროექტისეს წალკააფარგლებში. პროექტს  სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის, ENPARD-ის დახმარებით ახორციელებს CENN, საქართველოს ფერმერთა ასოციაციასთან (GFA) და სოფლის განვითარების კვლევით ინსტიტუტთან (Ifls) თანამშრომლობით.

ევროკავშირი მხარს უჭერს სოფლის მეურნეობასა და სოფლის განვითარებას საქართველოში ENPARD-ის პროგრამის დახმარებით. პროგრამა ხორციელდება 2013 წლიდან და მისი მთლიანი ბიუჯეტი შეადგენს 179.5 მილიონ ევროს. ENPARD-ის ძირითადი მიზანი საქართველოში სოფლად სიღარიბის დაძლევაა. პროგრამის პირველი ფაზის პრიორიტეტი სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობა იყო, ხოლო მეორე და მესამე ფაზა მიზნად ისახავს სოფლად მცხოვრები ადამიანების ეკონომიკური განვითარების შესაძლებლობების შექმნას არამარტო აღნიშნულ სექტორში. მეტი ინფორმაციისათვის ეწვიეთ ENPARD-ის ვებგვერდს: www.enpard.ge.