წალკის ადგილობრივი განვითარების ჯგუფმა მორიგ შემეცნებით სოციალურ საღამოს უმასპინძლა
21.თებერვალი.20222022 წლის 20 თებერვალს, ევროკავშირის მხარდაჭერილი პროექტის „ეს წალკაა“ ფარგლებში, CENN-მა და წალკის ადგილობრივი განვითარების ჯგუფმა (LAG) მორიგ შემეცნებით სოციალურ საღამოს დაბა ბედიანის ახალგაზრდა მეკლდეურთა კლუბის წევრებისთვის უმასპინძლა.
სოციალური საღამოს მთავარი მიზანი მოტივირებული ახალგაზრდებისთვის პრაქტიკული გამოცდილების მიღება და ღია ვარჯიშის ჩატარება იყო.
სოციალური საღამოს ფარგლებში ახალგაზრდა მეკლდეურებს გამოცდილების გაზიარების მიზნით თბილისში არსებულ საცოც კლდეზე s.k.lucky ჩაუტარდათ ღია ვარჯიში.
დაბა ბედიანის ახალგაზრდა მეკლდეურთა კლუბი 2018 წელს შეიქმნა. აღნიშნული პერიოდის მანძილზე კლუბის წევრები აქტიურად მონაწილეობენ სხვადასხვა შეჯიბრებებში და მუდმივად იკავებენ საპრიზო კატეგორიებს.
პროექტს „ეს წალკაა“ ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს CENN, საქართველოს ფერმერთა ასოციაციასთან (GFA) და სოფლის განვითარების კვლევით ინსტიტუტთან (Ifls) თანამშრომლობით. პროექტის მიზანია ადგილობრივი ეკონომიკური საქმიანობის დივერსიფიკაცია, ინვესტიციების მოზიდვა და კონკრეტული სასოფლო-სამეურნეო და გარემოსდაცვითი პრაქტიკის ხელშეწყობა სოფლის განვითარების თანამონაწილეობრივი, სტრატეგიული დაგეგმვის გზით.
მედია კონტაქტი:
მარი კიკვაძე, CENN, კომუნიკაციის მენეჯერი, marie.kikvadze@cenn.org