addres icon Tsalka LAG office, კლდეკარის N5, წალკა
შემოგვიერთდით: youtube icon
ge en

2020 წლის 25 თებერვალი. ბულაჩაური – ორგანიზაცია CENN ევროკავშირის ENPARD პროგრამის მხარდაჭერით მიმდინარე პროექტების „ქედა ლიდერი“ და „ეს წალკაა“ ფარგლებში შექმნილ მრჩეველთა საბჭოს მორიგ შეხვედრას უმასპინძლებს. ღონისძიება გაიმართება 25 თებერვალს, ბულაჩაურის მწვანე ცენტრში.

დღეისათვის, ზემოაღნიშნული პროექტების ფარგლებში  შექმნილია და აქტიურად  მოღვაწეობს ქედისა და წალკის ადგილობრივი განვითარების ჯგუფები (LAGs);  შემუშავებულია ადგილობრივი განვითარების სტრატეგიის დოკუმენტები ორივე მუნიციპალიტეტისათვის. აღნიშნული სტრატეგიის დოკუმენტით განსაზღვრული საჭიროებების გათვალისწინებით, ქედის მუნიციპალიტეტში წარმატებით დასრულდა მე-2 საგრანტო კონკურსი და დაფინანსდა 40-ზე მეტი პროექტი.

შეხვედრის ფარგლებში  მოწვეული სტუმრები გაეცნობიან პროექტების ფარგლებში განხორციელებულ აქტივობებს და ამასთან,  იმსჯელებენ პროექტების სამომავლო საქმიანობებზე, რათა  ეფექტიანად მოხდეს ENPARD-ის პროგრამის სხვა პროექტებთან  თანამშრომლობის გაღრმავება მომავალში წარმატებული საქმიანობისთვის. ამასთანავე, ENPARD-ის პროგრამის სხვადასხვა პროექტისა და LAG-ების  წარმომადგენლები წარმოადგენენ პროექტების ფარგლებში მიღწეულ შედეგებს, რაც ხელს შეუწყობს პროექტებს შორის თანამშრომლობის განვითარებას.

აღნიშნულ შეხვედრას დაესწრებიან საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის, გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO), საქართველოში გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და ENPARD-ის სხვა პარტნიორი ორგანიზაციების წარმომადგენლები. აღნიშნული ფორმატი მონაწილეთა შორის კავშირებისა და პარტნიორული შესაძლებლობების ჩამოყალიბება-გაძლიერების, შემდგომი განვითარებისათვის მოსაზრებების გაცვლისა და გამოცდილებების გაზიარების კარგი შესაძლებლობაა.

პროექტებს „ქედა ლიდერი“ და „ეს წალკაა“ ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს CENN,  საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი (CSRDG), დემოკრატიის ინსტიტუტთან (IoD), ავსტრიის რეგიონული კვლევებისა და სივრცითი დაგეგმარების ინსტიტუტთან (ÖIR), საქართველოს ფერმერთა ასოციაციასთან (GFA) და სოფლის განვითარების კვლევით ინსტიტუტთან (Ifls) თანამშრომლობით.  პროექტების მიზანია ადგილობრივი ეკონომიკური საქმიანობის დივერსიფიკაცია, ინვესტიციების მოზიდვა და კონკრეტული სასოფლო-სამეურნეო და გარემოსდაცვითი პრაქტიკის ხელშეწყობა სოფლის განვითარების თანამონაწილეობრივი, სტრატეგიული დაგეგმვის გზით.

ევროკავშირი მხარს უჭერს სოფლის მეურნეობასა და სოფლის განვითარებას საქართველოში ENPARD-ის პროგრამის დახმარებით. პროგრამა ხორციელდება 2013 წლიდან და მისი მთლიანი ბიუჯეტი შეადგენს 179.5 მილიონ ევროს. ENPARD-ის ძირითადი მიზანი საქართველოში სოფლად სიღარიბის დაძლევაა. პროგრამის პირველი ფაზის პრიორიტეტი სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობა იყო, ხოლო მეორე და მესამე ფაზა მიზნად ისახავს სოფლად მცხოვრები ადამიანების ეკონომიკური განვითარების შესაძლებლობების შექმნას არამარტო აღნიშნულ სექტორში. მეტი ინფორმაციისათვის ეწვიეთ ENPARD-ის ვებ–გვერდს: www.enpard.ge

დამატებითი ინფორმაცია ქედისა და წალკის ადგილობრივი განვითარების ჯგუფების შესახებ იხილეთ ვებგვერდზე www.kedalag.ge  და www.tsalkalag.ge

საკონტაქტო პირები:

  • მარი კიკვაძე, CENN-ის კომუნიკაციის ასისტენტი, +995 577 95 90 20, marie.kikvadze@cenn.org
  • თამარ ხუნწარია, ENPARD-ის საინფორმაციო ჯგუფის ხელმძღვანელი, +995 595 98 99 16, tamar.k@actionprgroup.com