addres icon Tsalka LAG office, კლდეკარის N5, წალკა
შემოგვიერთდით: youtube icon

29 მარტს, CENN-მა ტურისტული ბიზნესებისთვის პროექტების “ეს წალკაა” და “ციფრული კავკასია” ფარგლებში ციფრულ მარკეტინგზე, ტურისტული პროდუქტის განვითარებასა და სასტუმროს მართვაზე ტრენინგებს უმასპინძლა, რომლის მთავარი მიზანი ტურიზმის ბიზნესის წარმომადგენლების უნარ-ჩვევების განვითარება იყო.

ტრენინგები ინტერაქტიულ რეჟიმში წარიმართა, რომელსაც დაესწრო მცირე და საშუალო მეწარმეები წალკის მუნიციპალიტეტიდან, რომლებიც ჩართულები არიან ევროკავშირის ENPARD პროგრამის მხარდაჭერით მიმდინარე პროექტში – ეს წალკაა.

პროექტების შესახებ

პროექტს „ეს წალკაა“ ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს CENN, საქართველოს ფერმერთა ასოციაციასთან (GFA) და სოფლის განვითარების კვლევით ინსტიტუტთან (Ifls) თანამშრომლობით. პროექტის მიზანია ადგილობრივი ეკონომიკური საქმიანობის დივერსიფიკაცია, ინვესტიციების მოზიდვა და კონკრეტული სასოფლო-სამეურნეო და გარემოსდაცვითი პრაქტიკის ხელშეწყობა სოფლის განვითარების თანამონაწილეობრივი, სტრატეგიული დაგეგმვის გზით.

პროექტი ციფრული კავკასია, რომელიც ხორციელდება USAID-ის ევროპისა და ევრაზიის ბიუროს, ეკონომიკური განვითრების, მმართველობისა და საწარმოთა ზრდის (EDGE) პროექტის მიერ გამოყოფილი გრანტის ფარგლებში, ხელს უწყობს მდგრადი ტურიზმის ღირებულებათა ჯაჭვში ჩართული მცირე და საშუალო ბიზნესების განვითარებას. პროექტი მიზნად ისახავს საქართველოში, სომხეთსა და აზერბაიჯანში ეკოტურიზმის, სოფლად ტურიზმისა და სათავგადასავლო ტურიზმის სფეროებში სერვისის მიმწოდებლებთან, ბიზნესასოციაციებსა და DMO-ებთან, რეგიონალურ და ადგილობრივ ხელისუფლებასთან და მოქმედ ეროვნულ ადმინისტრაციებთან მჭიდრო თანამშრომლობით მდგრადი ტურიზმის განვითარებას და ამ სფეროში ციფრული უნარების გაძლიერების გზით, სექტორის ეკონომიკური მაჩვენებლის ზრდას. გარდა ამისა, პროექტს წვლილი შეაქვს გენდერულ ინტეგრაციაში და ქალების მიერ მართული ბიზნესის მხარდაჭერით, ტურიზმის სექტორში ქალთა ჩართულობის გაზრდაში.