addres icon Tsalka LAG office, კლდეკარის N5, წალკა
შემოგვიერთდით: youtube icon

3 მარტი, 2022. წალკის მუნიციპალიტეტი – ევროკავშირის მხარდაჭერილი პროექტის „ეს წალკაა“ ფარგლებში, CENN-მა და წალკის ადგილობრივი განვითარების ჯგუფმა (LAG) ახალგაზრდებისა და ქალების ინტეგრაციისა და ახალი შესაძლებლობების გაცნობის მიზნით მორიგ მუსიკალურ და შემოქმედებით სოციალურ საღამოს ევროკავშირის დაფინანსებულ წალკის სახელოვნებო სკოლა “ალუბლების ბაღში” უმასპინძლა.

სოციალური საღამო მიზნად ისახავდა ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის „ალუბლის ბაღი“ პრეზენტაციასა და ადგილობრივი მოსახლეობის ინფორმირებას სკოლის სასწავლო მიმართულებებსა და სამომავლო გეგმებზე.

სოციალური საღამოს ფარგლებში მოწვეულმა პედაგოგებმა შეასრულეს ქართველი და უცხოელი კომპოზიტორების ნაწარმოებები.

ევროკავშირის მიერ დაფინანსებული  პროექტის ძირითადი მიზანია ხელი შეუწყოს წალკის მუნიციპალიტეტში მუსიკის და ხელოვნების სხვა დარგების განვითარებას, რაც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია საზოგადოების ფორმირების პროცესში. კერძოდ, შესთავაზოს სკოლის მოსწავლეებს, ადგილობრივ ახალგაზრდებსა და სხვა დაინტერესებულ პირებს ისეთი თანამედროვედ გამართული და აღჭურვილი ხელოვნების ცენტრის სივრცე, სადაც ისინი მიიღებენ კვალიფიციურ და მაღალი დონის განათლებას მუსიკალური, თუ სხვა სახელოვნებო მიმართულებით.

ევროკავშირის მიერ დაფინანსებული მუსიკალური სკოლა მიზნად ისახავს შემდეგი მიმართულებებით მუშაობას: საწყის ეტაპზე, შემოქმედებითი ცენტრის ბაზაზე იმუშავებს შემდეგი წრეები: კლასიკური მუსიკა (ფორტეპიანო, ვიოლინო, ფლეიტა), გიტარა (ბავშვები, მოზრდილები), ქართული ხალხური მუსიკა (ქართული ხალხური სიმღერა, ქართულ ხალხურ ინსტრუმენტებზე დაკვრა), სიმღერის გუნდი. ცენტრში იმუშავებს საკვირაო სკოლა შემდეგი მიმართულებებით: საბავშვო სიმღერები (გუნდი), წიგნის მოყვარულთა კლუბი.

მოხარულები ვართ რომ ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილმა პროექტმა ევროკავშირის მხარდაჭერის პარალელურად საქართველოს კულტურის , სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერაც მოიპოვა და ამით თანამშრომლობის კარგ პრაქტიკას ჩაუყარა საფუძველი.

პროექტსეს წალკააევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს CENN,  საქართველოს ფერმერთა ასოციაციასთან (GFA) და სოფლის განვითარების კვლევით ინსტიტუტთან (Ifls) თანამშრომლობითპროექტის მიზანია ადგილობრივი ეკონომიკური საქმიანობის დივერსიფიკაცია, ინვესტიციების მოზიდვა და კონკრეტული სასოფლოსამეურნეო და გარემოსდაცვითი პრაქტიკის ხელშეწყობა სოფლის განვითარების თანამონაწილეობრივი, სტრატეგიული დაგეგმვის გზით.

მედია კონტაქტი:

მარი კიკვაძე, CENN, კომუნიკაციის მენეჯერი,  marie.kikvadze@cenn.org