addres icon Tsalka LAG office, კლდეკარის N5, წალკა
შემოგვიერთდით: youtube icon
ge

ევროკავშირის ENPARD პროგრამის მიერ მხარდაჭერილი პროექტი „ეს წალკაა“, რომელსაც ახორციელებს CENN, აგრძელებს სოციალური საღამოების ორგანიზებას და გიწვევთ სოცალურ საღამოზე, რომლის თემაა მყნობა – თეორია და პრაქტიკა.

სოციალურ საღამოს უმასპინძლებს მეხილე-აგრონომი, გიორგი ღვინიაშვილი

ღონისძიების ფარგლებში მოწვეული სტუმარი გვესაუბრება მყნობის უპირატესობებზე, მის სახეებსა და თავისებულებებზე.

შეხვედრა იქნება ინტერაქციული ხასიათის და თითოეულ დამსწრეს საშუალება ექნება მიიღოს პასუხი მისთვის საინტერესო კითხვაზე.

ღონისძიების დასკვნით ნაწილი დაეთმობა პრაქტიკულ სწავლებას, რომლის ფარგლებშიც ტრენერი ჩაატარებს მყნობის მასტერკლასს

შეხვედრა გაიმართება წალკა LAG-ის ოფისში, 21 აგვისტოს 14:00 საათზე.

დასწრება თავისუფალია
დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით შემდეგ ნომრებზე: 595 168 618; 557 711 788