addres icon Tsalka LAG office, კლდეკარის N5, წალკა
შემოგვიერთდით: youtube icon
ge

5 სექტემბერს 12:00 საათზე, მოხარულები ვართ გაცნობოთ, რომ ამჯერად CENN და ევროკავშირის მხარდაჭერილი წალკის LAG, EPAG-თან თანამშრომლობით გამართავს საგანმანათლებლო შეხვედრას წალკის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდებთან.

შეხვედრისას EPAG-ის წარმომადგენლები ისაუბრებენ ისეთ საინტერსო  თემებზე, როგორიცაა:

  • აშშ-ში სწავლის შესაძლებლობა სკოლის მოსწავლეებისთვის: FLEX – მომავალ ლიდერთა გაცვლითი პროგრამა
  • ადამიანის ციფრული ანაბეჭდი ინტერნეტში და სოციალურ ქსელებში
  • ემოციური ინტელექტი, ე.წ. EQ, მისი არსი და როლი დასაქმების ადგილზე და ზოგადად, სოციუმთან ურთიერთობისას
  • არჩევნები, პოლიტიკა და სამოქალაქო ჩართულობა

ღონისძიება ინტერაქტიული ხასიათის იქნება და მონაწილეებს შესაძლებლობა გექნებათ დასვათ თქვენთვის საინტერესო შეკითხვები და მიიღოთ ამომწურავი და საინტერესო ინფორმაცია, როგორც თავად  ასოციაციის წევრების გამოცდილების, ისე ზემოთ აღნიშნული საკითხების შესახებ..

აქვე დავაანონსებთ, რომ სექტემბრიდან სოციალური საღამოები თემატური ხასიათის იქნება და ერთი კონკრეტული თვის განმავლობაში გამართული საღამოები ერთ კონკრეტულ თემატიკას მიეძღვნება. სექტემბრის თვე საგანმანათლებლო პროგრამებს და საზღვარგარეთ სწავლის შესაძლებლობებს დაეთმობა, რომელსაც სიმბოლურად ამერიკის საელჩოს გაცვლითი პროგრამების კურსდამთავრებულთა ასოციაცია EPAG გახსნის.

ღონისძიება გაიმართება 2020 წლის 5 სექტემბერს, 12:00 საათზე, წალკის ადგილობრივი განვითარების ჯგუფის (LAG) ოფისში (მის: კლდეკარის ქ. N5, წალკა)

ღონისძიებაზე დასწრების სურვილის შემთხვევაში გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ შემდეგ ნომრებზე:  595 168 618; 557 711 788

პროგრამის ფარგლებში ჩატარებული სოციალური საღამოების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია შემდეგ მისამართზე: https://bit.ly/3jv08F0