addres icon Tsalka LAG office, კლდეკარის N5, წალკა
შემოგვიერთდით: youtube icon
ge

ევროკავშირის ENPARD პროგრამის მიერ მხარდაჭერილი პროექტი „ეს წალკაა“, რომელსაც ახორციელებს CENN, აგრძელებს სოციალური საღამოების ორგანიზებას და გიწვევთ მორიგ ღონისძიებაზე დასასწრებად.

პარასკევს, 26 ივნისს, წალკის LAG-ის ოფისი უმასპინძლებს სოციალურ საღამოს თემაზე – ქალები და აგროტურიზმი.

მოწვეული სპიკერი, მაიკო კეზევაძე ისაუბრებს ქალების როლზე აგროტურიზმის განვითარების პროცესში და გაგიზიარებთ საინტერსო გამოცდილებას:

შეხვედრის ფარგლებში შესაძლებლობა გექნებათ გაეცნოთ შემდეგ თემებს:

მიზეზი თუ რატომ ვიწყებთ აგროტურისტულ საქმიანობას და რჩევები დამწყებთათვის
აგროტურისტული მეურნეობის პრინციპები და რესურსები
ფინანსური შესაძლებლობების სწორად გათვლა აგროტურიზმში
ქართული სტუმარმასპინძლობის კულტურის ჩვენების მნიშვნელობა და ხერხები
ქართული სამზარეულოს კლასის გონივრულად ჩვენება ვიზიტორებისათვის

დასწრებისთვის აუცილებელია დაგვიკავშირდეთ ნომერზე 595 168 618; 557 711 788 ან გაიაროთ ონლაინ რეგისტრაცია ბმულზე: https://forms.gle/tNi2LTWQ5swU7iyC6

შეხვედრა ინტერაქტიული ხასიათისაა, რომლის ფარგლებშიც შესაძლებლობა გექნებათ დასვათ შეკითხვები და გაუზიაროთ გამოცდილება ერთმანეთს.

ღონისძიება გაიმართება 2020 წლის 26 ივნისს, 15:00 საათზე, წალკის ადგილობრივი განვითარების ჯგუფის (LAG) ოფისში (მის: კლდეკარის ქ. N5, წალკა)