addres icon Tsalka LAG office, კლდეკარის N5, წალკა
შემოგვიერთდით: youtube icon

ევროკავშირის ENPARD პროგრამის მიერ მხარდაჭერილი პროექტი „ეს წალკაა“, რომელსაც ახორციელებს CENN, აგრძელებს სოციალური საღამოების ორგანიზებას და გიწვევთ სოცალურ საღამოზე, თემით_ ორგანული ნარჩენების მართვა, კომპოსტის ყუთი

სოციალურ საღამოს უმასპინძლებს ორგანული ნარჩენების მართვის ექსპერტი, ბესო კალანდაძე

ღონისძიების ფარგლებში მოწვეული სტუმარი გვესაუბრება ორგანული ნარჩენების მართვაზე, საკომპოსტე ურნის უპირატესობასა და პრაქტიკაში მის გამოყენებაზე.
თეორიული ნაწილთან ერთად, ტრენერი დამსწრე აუდიტორიას ასწავლის საკომპოსტე ყუთის მოწყობას და მასთან მუშაობის სპეციფიკას.

ღონისძიების ფარგლებში შესაძლებლობა გექნებათ მონაწილეობა მიიღოთ საკომპოსტე ყუთის მოწყობის მასტერკლასში.

შეხვედრა გაიმართება წალკის LAG-ის ოფისში 14 აგვისტოს, 12:30 საათზე.

აქვე, აუცილებელი მოთხოვნები: ღონისძიება ჩატარდება ღია ცის ქვეშ, თან იქონიეთ ქუდი.

დასწრების მსურველებმა დაგვიკავშირდით შემდეგ ნომრებზე: 595 168 618; 557 711 788