addres icon Tsalka LAG office, კლდეკარის N5, წალკა
შემოგვიერთდით: youtube icon

ევროკავშირის ENPARD პროგრამის მიერ მხარდაჭერილი პროექტი „ეს წალკაა“, რომელსაც ახორციელებს CENN, აგრძელებს სოციალური საღამოების ორგანიზებას და გიწვევთ სოცალურ საღამოზე, რომლის თემაა -კერამიკაზე მხატვრობა

პარასკევს, 31 ივლისს, 14:00 საათზე წალკის LAG-ის ოფისი უმასპინძლებს გოარ მაზმანიანს თემით – კერამიკაზე მხატვრობა

ღონისძიების ფარგლებში ახალგაზრდა პედაგოგი გოარი გამოცდილებას გაგვიზიარებს, გვესაუბრება როგორ მოვხატოთ კერამიკაზე, როგორ შევარჩიოთ საჭირო მასალა და რა ტექნიკები გამოვიყენოთ სასურველი ნამუშევრის შესასრულებლად.

ღონისძიების ფარგლებში შესაძლებლობა გექნებათ მონაწილეობა მიიღოთ მასტერკლასში.

ღონისძიება გაიმართება 2020 წლის 31 ივლისს, 14:00 საათზე, წალკის ადგილობრივი განვითარების ჯგუფის (LAG) ოფისში (მის: კლდეკარის ქ. N5, წალკა)

დასწრების მსურველებმა დაგვიკავშირდით შემდეგ ნომრებზე: 595 168 618; 557 711 788