სოციალური საღამო - კულინარიული მრავალფეროვნება წალკაში
17.ივლისი.2020ევროკავშირის ENPARD პროგრამის მიერ მხარდაჭერილი პროექტი „ეს წალკაა“, რომელსაც ახორციელებს CENN, აგრძელებს სოციალური საღამოების ორგანიზებას და გიწვევთ სოცალურ საღამოზე, რომლის თემაა -კულინარიული მრავალფეროვნება წალკაში.
სოციალურ საღამოზე წარმოდგენილი იქნება: სვანური, აჭარული, ბერძნული, სომხური და აზერბაიჯანული სამზარეულო.
დამსწრეებს, შესაძლებლობა ექნებათ დააგემოვნონ წარმოდგენილი კერძები და მიიღონ ასევე, ინფორმაცია იმაზე, თუ როგორ არის შესაძლებელი ამ კერძების დამზადება.
ღონისძიება გაიმართება 2020 წლის 24 ივლისს, 16:00 საათზე, წალკის ადგილობრივი განვითარების ჯგუფის (LAG) ოფისში (მის: კლდეკარის ქ. N5, წალკა)
დასწრების მსურველებმა დაგვიკავშირდით შემდეგ ნომრებზე: 595 168 618; 557 711 788