სოციალური საღამო - ხელსაქმე და პრაქტიკული რჩევები
06.ივლისი.2020ევროკავშირის ENPARD პროგრამის მიერ მხარდაჭერილი პროექტი „ეს წალკაა“, რომელსაც ახორციელებს CENN, აგრძელებს სოციალური საღამოების ორგანიზებას და გიწვევთ სოცალურ საღამოზე, რომლის თემაა – ხელსაქმე და პრაქტიკული რჩევები
პარასკევს, 10 ივლისს, 15:00 საათზე წალკის LAG-ის ოფისი უმასპინძლებს ნინო ანთაძეს, რომელიც ჩაატარებს ჭრა-კერვის მასტერკლასს
ღონისძიების ფარგლებში ნინო საკუთარ გამოცდილებას გაგვიზიარებს დამსწრეებს და ისაუბრებს შემდეგ თემებზე:
როგორ ვაქციოთ საყვარელი საქმე პროფესიად.
საკერავი მანქანების გამოყენება.
როგორ შევარჩიოთ საჭირო ქსოვილი.
უსარგებლო ნივთები და გარემოს დაცვა: ეკომეგობრული ჩანთები, მათი გამოყენების უპირატესობები.
უსარგებლო ქსოვილებისგან მოდური აქსესუარების შექმნა.
როგორ შევკეროთ სამოსი თარგებისა და რთული კონსტრუქციების გარეშე.
ღონისძიების ფარგლებში შესაძლებლობა გექნებათ მონაწილეობა მიიღოთ მასტერკლასში და ისწავლოთ ეკო-მეგობრული ჩანთის შეკერვა და მოქარგვა.
ღონისძიება გაიმართება 2020 წლის 10 ივლისს, 15:00 საათზე, წალკის ადგილობრივი განვითარების ჯგუფის (LAG) ოფისში (მის: კლდეკარის ქ. N5, წალკა)
დასწრების მსურველებმა დაგვიკავშირდით შემდეგ ნომრებზე: 595 168 618; 557 711 788