addres icon Tsalka LAG office, კლდეკარის N5, წალკა
შემოგვიერთდით: youtube icon

ევროკავშირის ENPARD პროგრამის მიერ მხარდაჭერილი პროექტი „ეს წალკაა“, რომელსაც ახორციელებს CENN, აგრძელებს სოციალური საღამოების ორგანიზებას.

ამჯერად ვიწვევთ აბტურიენტებს, მორიგ ღონისძიებაზე დასასწრებად.

29 ივნისს, ორშაბათს, 14:00 საათზე წალკის LAG-ის ოფისში CENN-ისა და წალკის ლაგის წარმომადგენლები აბიტურიენტებს გაუზიარებენ თავიანთ გამოცდილებასა და სასარგებლო რჩევებს

შეხვედრის მომხსენებლები ისაუბებენ შემდეგ თემებზე:

პოპულარული პროფესიები;
სტუდენტების მოლოდინები და სტუდენტური რეალობა;
პროფესიის შერჩევის მიზნები;
პროფესიის არჩევისას გასათვალისწინებელი სასარგებლო რჩევები.

ღონისძიება იქნება ინტერაქტიული და სახალისო აქტივობებით დატვირთული.

სოციალურ საღამოზე დასწრების მსურველები დაგვიკავშირდით: 595168618; 557 711788

ღონისძიება გაიმართება 2020 წლის 29 ივნისს, 14:00 საათზე, წალკის ადგილობრივი განვითარების ჯგუფის (LAG) ოფისში (მის: კლდეკარის ქ. N5, წალკა)