addres icon Tsalka LAG office, კლდეკარის N5, წალკა
შემოგვიერთდით: youtube icon

ევროკავშირის ENPARD პროგრამის მიერ მხარდაჭერილი პროექტი „ეს წალკაა“, რომელსაც ახორციელებს CENN, აგრძელებს სოციალური საღამოების ორგანიზებას და გიწვევთ საველე შემეცნებით ღონისძიებაზე დასასწრებად წალკაში.

სოციალური საღამოების ციკლი უმასპინძლებს ინგა ბაშიროვს თემით წალკის სამკურნალო მცენარეები და გამოყენებითი ჰერბალისტიკა.

შეხვედრა წალკის ტბის მიდამოებში გაიმართება და შეხვედრის ფარგლებში განხილული იქნება შემდეგი საკითხები:

წალკის ბიომრავალფეროვნება.
უსაფრთხოების წესები და მნიშვნელობა მცენარესთან მუშაობის პროცესში:
სამკურნალო მცენარეების შეგროვება

შეხვედრის დროს მოეწყობა სახალისო შემეცნებითი თამაშები.
აუცილებელი მოთხოვნები: დახურული ფეხსაცმელი, ქუდი, წყალი, მაკრატელი, პატარა ნაჭრის ჩანთა მცენარეების შესაგროვებლად.

დასწრებისთვის აუცილებელია გაიაროთ ონლაინ რეგისტრაცია ბმულზე: https://docs.google.com/forms/d/1lb3ryJUJ3m5NJ6UFiC6xpF1LAOk4vw49zLWZMnGHl9A/edit

შეხვედრა ინტერაქტიული ხასიათისაა, რომლის ფარგლებშიც შესაძლებლობა გექნებათ დასვათ შეკითხვები და გაუზიაროთ გამოცდილება ერთმანეთს.

ღონისძიება თარიღი 2020 წლის 3 ივლისი, 12:00-15:00 საათი, წალკის წყალსაცავთან („სასტუმრო წალკის“ მიმდებარედ).

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდეთ ნომერზე: 595 168 618; 557 711 788