addres icon Tsalka LAG office, კლდეკარის N5, წალკა
შემოგვიერთდით: youtube icon

CENN, ევროკავშირის ENPARD პროგრამის მხარდაჭერით, წალკის ადგილობრივი განვითარების ჯგუფთან ერთად მასპინძლობს ფესტივალს „ეს წალკაა“.

ფესტივალი გაიმართება 8 ოქტომბერს,  13:30 საათიდან, ქალაქ წალკაში.

ფესტივალის მიზანია  წალკის მუნიციპალიტეტის ტურისტული, სამეწარმეო, სოციალური და ეკონომიკური პოტენციალის პოპულარიზაცია და პროექტის მიღწევებისა და გამოწვევების შესახებ გამოცდილების გაზიარება.

ფესტივალი შესთავაზებს სტუმრებს აქტივობების ფართო არჩევანს, როგორიცაა წალკის კანიონის მონახულება, ადგილობრივი პროდუქტის დეგუსტაცია, კულინარიული მასტერკლასები, ადგილობრივი ფერმერების პროდუქციის და ახალგაზრდული ნახატების გამოფენა-გაყიდვა, დაინტერესებული პირებისთვის B2B შეხვედრები და კონცერტი.

ფესტივალს დაესწრებიან ევროკავშირის დელეგაციის წარმომადგენლობა საქართველოში, საერთაშორისო დონორები და ორგანიზაციები, აღმასრულებელი, ცენტრალური, რეგიონული და ადგილობრივი ხელისუფლება, ტურისტული სააგენტოები, GALAG-ისა და LAG-ის წევრები.

გთხოვთ, დაგვიდასტუროთ თქვენი მონაწილეობა არაუგვიანეს 30 სექტემბრისა შემდეგ ელ. ფოსტაზე: levan.gagoshvili@cenn.org

თბილისიდან წალკაში ტრანსპორტირების საჭიროების შემთხვევაში, რომელსაც უზრუნველყოფს საორგანიზაციო ჯგუფი, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია არაუგვიანეს 4 ოქტომბრისა შემდეგ ბმულზე: https://forms.gle/daVtTPyxUT1MBZEr8

ფესტივალი ტარდება ევროკავშირის ENPARD პროგრამის ფინანსური მხარდაჭერით, პროექტის „ეს წალკაა“ ფარგლებში, რომელსაც CENN პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად 2018 წლიდან  ახორციელებს წალკის მუნიციპალიტეტში. პროექტის მიზანია წალკის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური ინტეგრაციის გაუმჯობესება, სოციალურ სერვისებზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და ახალი ეკონომიკური შესაძლებლობების შექმნა თანამონაწილეობრივი დაგეგმარების გზით.

შევხვდებით წალკაში!