ევროკავშირის მხარდაჭერით წალკის მუნიციპალიტეტში მედია ტური გაიმართა
06.აგვისტო.20215 აგვისტო, 2021 წელი – წალკის მუნიციპალიტეტი. ევროკავშირის მხარდაჭერილი პროექტის „ეს წალკაა“ ფარგლებში, CENN-სა და წალკის ადგილობრივი განვითარების ჯგუფის (LAG) ორგანიზებით წალკის მუნიციპალიტეტში მედია ტური გაიმართა.
მედია ტური მიზნად ისახავდა პროექტის „ეს წალკაა“ ფარგლებში დაფინანსებული ბიზნეს და ტურისტული პროექტების პოპულარიზაციას, წალკის მუნიციპალიტეტებში არსებული რესურსების წარმოჩენას და მათ შესახებ ცნობადობის გაზრდას. ტურის ფარგლებში, სხვადასხვა მედიების წარმომადგენელები გაეცნენ ადგილობრივი მეწარმეების საქმიანობას, მოინახულეს წალკის კულტურული მემკვიდრეობისა და ბუნების ძეგლები.
მედია ტურის მონაწილეები, ასევე გაეცნენ საქართველოს სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის ევროკავშირის ENPARD-ის პროგრამის მხარდაჭერით შექმნილი ადგილობრივი განვითარების ჯგუფის (LAG) საქმიანობას წალკის მუნიციპალიტეტში.
მონაწილეებმა ასევე მოინახულეს მუნიციპალიტეტის ბუნების ძეგლები, გაეცნენ ადგილობრივ კულტურას, ევროკავშირის მხარდაჭერილ ინიციატივებს და მოისმინეს ადგილობრივების შესახებ საინტერესო და ტურისტულად მიმზიდველი ისტორიები.
ტურის ფარგლებში მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, მონაწილეები წარმოადგენენ თავიანთ შემოქმედებით ხედვას სტატიების, ფოტო რეპორტაჟების ან სიუჟეტების სახით და დაეხმარებიან ადგილობრივებს წალკა უფრო მიმზიდველ ტურისტულ და საინვესტიციო მუნიციპალიტეტად აქციონ.
პროექტს „ეს წალკაა“ ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს CENN, საქართველოს ფერმერთა ასოციაციასთან (GFA), სოფლის განვითარების კვლევით ინსტიტუტთან (Ifls) თანამშრომლობით.
ევროკავშირი მხარს უჭერს სოფლის მეურნეობასა და სოფლის განვითარებას საქართველოში ENPARD-ის პროგრამის დახმარებით. პროგრამა ხორციელდება 2013 წლიდან და მისი მთლიანი ბიუჯეტი შეადგენს 179.5 მილიონ ევროს (2013-2022). ENPARD-ის ძირითადი მიზანი საქართველოში სოფლად სიღარიბის დაძლევაა. მეტი ინფორმაციისათვის ეწვიეთ ENPARD-ის ვებ–გვერდს: www.enpard.ge.