addres icon Tsalka LAG office, კლდეკარის N5, წალკა
შემოგვიერთდით: youtube icon

ევროკავშირის ENPARD-ის პროგრამის მიერ მხარდაჭერილი პროექტის ‘ეს წალკაა’ ფარგლებში, წალკის ადგილობრივი განვითარების ჯგუფთან  (LAG) ერთად CENN-მა გამოაცხადა საგრანტო კონკურსი წალკის სკოლებისათვის.  კონკურსის მიზანს წარმოადგენდა გარემოსდაცვითი დღეების პოპულარიზაცია და აღნიშვნა, ეთნიკური უმცირესობების ინტეგრაცია, მოწყვლადი ჯგუფების ჩართულობა და ზოგადად, ახალგაზრდების გააქტიურება.

აღნიშნულ კონკურსში გამარჯვებულთა შორის ერთ-ერთი არის განთიადის საჯარო სკოლა.

პროექტის მსვლელობისას მონაწილეებმა აქცენტი არამხოლოდ სკოლის, სოფლის ტერიტორიისა და მდინარის ნაპირების დასუფთავებაზე გააკეთეს, არამედ დაასუფთავეს წლობით დაკეტილი სოფლის ბიბლიოთეკა და დარბაზი. მეგობარ სკოლის მოსწავლეებთან ერთად მათ მოხატეს სოფელში არსებული ნაგვის ურნები და ადგილები, რომლებიც ყველაზე მეტად ბინძურდება. გარდა ამისა, ბავშვებმა განაახლეს სოფლის ცენტრში არსებული შენობის კედელი, მოხატეს და განათავსეს გარემოს დაცვასთან დაკავშირებული ისეთი ფრაზები, როგორებიცაა: „სამყარო ჩემი სახლია“, „ნუ დაყრით ნაგავს“ და სხვა.

პროექტის ფარგლებში იგეგმება 5 გარემოსდაცვითი დღის აღნიშვნა.

პროექტის მთლიანი ბიუჯეტი მოიცავს 4,000 ლარს.