addres icon Tsalka LAG office, კლდეკარის N5, წალკა
შემოგვიერთდით: youtube icon

ევროკავშირის ENPARD-ის პროგრამის მიერ მხარდაჭერილი პროექტის ‘ეს წალკაა’ ფარგლებში, წალკის ადგილობრივი განვითარების ჯგუფთან  (LAG) ერთად CENN-მა გამოაცხადა საგრანტო კონკურსი წალკის სკოლებისათვის.  კონკურსის მიზანს წარმოადგენდა გარემოსდაცვითი დღეების პოპულარიზაცია და აღნიშვნა, ეთნიკური უმცირესობების ინტეგრაცია, მოწყვლადი ჯგუფების ჩართულობა და ზოგადად, ახალგაზრდების გააქტიურება.

აღნიშნულ კონკურსში გამარჯვებულთა შორის არიან თრიალეთისა და ბედიანის საჯარო სკოლები.

ეთნიკური და არაეთნიკური ჯგუფებით დაკომპლექტებული ორი სკოლის პედაგოგთა მთავარ მიზანს წარმოადგენდა ბავშვების გაერთიანება, მათი ცნობიერების ამაღლება, ბუნებისადმი სიყვარულის გაღვივება. სკოლების წარმომადგენლებს სჯერათ, რომ საზოგადოების აქტიური ჩართულობით შესაძლებელია გარემოს დაბინძურების შემცირება. სკოლამ განსაკუთრებული აქცენტი ქალთა გაძლიერებაზე გააკეთა, კერძოდ, მათ გამოხატეს ინიციატივა აღენიშნათ სოფლად მცხოვრები ქალების საერთაშორისო დღე, რომლის ფარგლებშიც ჩაატარეს ტრენინგები თრიალეთსა და ბედიანში მცხოვრები ქალბატონებისთვის, სოფლის მეურნეობის განვითარებასა და მეცხოველეობის სფეროში. თრიალეთის საჯარო სკოლას აქტივობების განხორციელებაში დაეხმარა ბედიანის საჯარო სკოლის წარმომადგენლობა.

პროექტის ფარგლებში იგეგმება 2 გარემოსდაცვითი დღის აღნიშვნა.

პროექტის მთლიანი ბიუჯეტი მოიცავს 4,000 ლარს.