სამების საჯარო სკოლა
09.თებერვალი.2022ევროკავშირის ENPARD-ის პროგრამის მიერ მხარდაჭერილი პროექტის ‘ეს წალკაა’ ფარგლებში, წალკის ადგილობრივი განვითარების ჯგუფთან (LAG) ერთად CENN-მა გამოაცხადა საგრანტო კონკურსი წალკის სკოლებისათვის. კონკურსის მიზანს წარმოადგენდა გარემოსდაცვითი დღეების პოპულარიზაცია და აღნიშვნა, ეთნიკური უმცირესობების ინტეგრაცია, მოწყვლადი ჯგუფების ჩართულობა და ზოგადად, ახალგაზრდების გააქტიურება.
აღნიშნულ კონკურსში გამარჯვებულთა შორის ერთ-ერთი არის სამების საჯარო სკოლა.
ინიციატივის ფარგლებში სოფელ სამების საჯარო სკოლის მოსწავლეებმა დარაქოვის სკოლის მოსწავლეებთან ერთად მოამზადეს პრეზენტაციები ეკოლოგიური პრობლემების შესახებ. გარდა ამისა, ცნობიერების ამაღლების მიზნით ბავშვებმა დაამზადეს ბუკლეტები და დაარიგეს სოფელ სამებასა და დარაქოვის თემში. სკოლამ მოაწყო კონკურსი ეზოს გამწვანებასთან დაკავშირებით, შეიძინა ნერგები, რომელთა ნაწილი სოფელ დარაქოვის საჯარო სკოლას გადასცა. ასევე მოსწავლეებმა დაასუფთავეს ტბის მიმდებარე ტერიტორია და ცენტრალურ ქუჩაზე მოაწყვეს ფლეშმობი, რითაც ადამიანებს შეახსენეს, რომ ბუნებას გაფრთხილება სჭირდება.
პროექტის ფარგლებში იგეგმება 2 გარემოსდაცვითი დღის აღნიშვნა.
პროექტის მთლიანი ბიუჯეტი მოიცავს 4,070 ლარს.