addres icon Tsalka LAG office, კლდეკარის N5, წალკა
შემოგვიერთდით: youtube icon

ევროკავშირის ENPARD-ის პროგრამის მიერ მხარდაჭერილი პროექტის ‘ეს წალკაა’ ფარგლებში, წალკის ადგილობრივი განვითარების ჯგუფთან  (LAG) ერთად CENN-მა გამოაცხადა საგრანტო კონკურსი წალკის სკოლებისათვის.  კონკურსის მიზანს წარმოადგენდა გარემოსდაცვითი დღეების პოპულარიზაცია და აღნიშვნა, ეთნიკური უმცირესობების ინტეგრაცია, მოწყვლადი ჯგუფების ჩართულობა და ზოგადად, ახალგაზრდების გააქტიურება.

აღნიშნულ კონკურსში გამარჯვებულთა შორის ერთ-ერთი არის წალკის N1 საჯარო სკოლა.

წალკის №1 საჯარო სკოლაში პროექტის – “გარემოსდაცვითი დღეების აღნიშვნა სკოლაში”- ფარგლებში განხორციელდა სკოლის ეზოს დასუფთავებისა და კეთილმოწყობის კამპანია. პროექტის ფარგლებში მონაწილეებმა სკვერისთვის შეიძინეს  ხის სკამები, ნაგვის ხის ურნები და ხის ქოთნები, ყვავილების თესლები, რომლებიც ადრე გაზაფხულზე ჩაითესება ქოთნებში და სკოლის ეზოში. ამასთანავე, სოფელ დაშბაშის სკოლასთან თანამშრომლობით წალკის #1 საჯარო სკოლისა და სოფელ დაშბაშის სკოლის მოსწავლეებმა ერთობლივად დაასუფთავეს ეზო და სკოლის მიმდებარე ტერიტორია. გარდა ამისა, გაიმართა სპორტული ღონისძიება მაგიდის ჩოგბურთში, რომელშიც მონაწილეობას ორივე სკოლის წარმომადგენლები იღებდნენ.

პროექტის ფარგლებში იგეგმება 2 გარემოსდაცვითი დღის აღნიშვნა.

პროექტის მთლიანი ბიუჯეტი მოიცავს 3,880 ლარს.