addres icon Tsalka LAG office, კლდეკარის N5, წალკა
შემოგვიერთდით: youtube icon

ევროკავშირის ENPARD-ის პროგრამის მიერ მხარდაჭერილი პროექტის ‘ეს წალკაა’ ფარგლებში, წალკის ადგილობრივი განვითარების ჯგუფთან  (LAG) ერთად CENN-მა გამოაცხადა საგრანტო კონკურსი წალკის სკოლებისათვის.  კონკურსის მიზანს წარმოადგენდა გარემოსდაცვითი დღეების პოპულარიზაცია და აღნიშვნა, ეთნიკური უმცირესობების ინტეგრაცია, მოწყვლადი ჯგუფების ჩართულობა და ზოგადად, ახალგაზრდების გააქტიურება.

აღნიშნულ კონკურსში გამარჯვებულთა შორის ერთ-ერთი არის წალკის N1 საჯარო სკოლა.

პროექტის მსვლელობისას მონაწილეებმა თავიანთი ინიციატივა შემდეგნაირად გამოხატეს – „ჩემი გარემო – ჩემი საზრუნავი“. ინიციატივის ფარგლებში მათ არაერთხელ მოაწყვეს დასუფთავების აქცია. გარდა ამისა, 22 ოქტომბერს ქალაქის ცენტრში მოაწყვეს მსვლელობა ველოსიპედებით. აქციაში მონაწილეობა მიიღეს მოსწავლეებმა და პედაგოგებმა. დღის მთავარ მიზანს წარმოადგენდა ველოსიპედის, როგორც ეკოლოგიურად სუფთა ტრანსპორტის პოპულარიზაცია და ჯანსაღი ცხოვრების ხელშეწყობა. ამავე მიზნით სკოლის ეზოში ველოსადგომიც მოეწყო. პროექტის ფარგლებში სკოლაში მოეწყო შეხვედრები, რომლებიც ეხებოდა შემდეგ თემებს: პესტიციდების გამოყენება, კლიმატის ცვლილება, ცხოველთა დაცვა, ტყეების მოვლა-შენარჩუნება და სხვა.

პროექტის ფარგლებში იგეგმება 12 გარემოსდაცვითი დღის აღნიშვნა.

პროექტის მთლიანი ბიუჯეტი მოიცავს 4,049 ლარს.