წალკის N2 საჯარო სკოლა
09.თებერვალი.2022ევროკავშირის ENPARD-ის პროგრამის მიერ მხარდაჭერილი პროექტის ‘ეს წალკაა’ ფარგლებში, წალკის ადგილობრივი განვითარების ჯგუფთან (LAG) ერთად CENN-მა გამოაცხადა საგრანტო კონკურსი წალკის სკოლებისათვის. კონკურსის მიზანს წარმოადგენდა გარემოსდაცვითი დღეების პოპულარიზაცია და აღნიშვნა, ეთნიკური უმცირესობების ინტეგრაცია, მოწყვლადი ჯგუფების ჩართულობა და ზოგადად, ახალგაზრდების გააქტიურება.
აღნიშნულ კონკურსში გამარჯვებულთა შორის ერთ-ერთი არის წალკის N2 საჯარო სკოლა.
საგრანტო კონკურსში ჩართვის შემდეგ წალკის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ქალაქის სკვერში დარგეს ნერგები, დაამზადეს და გაავრცელეს საინფორმაციო ბუკლეტები, მოიწვიეს პარტნიორი სკოლები, შეაგროვეს მაკულატურა და გადაცვალეს მხატვრულ ლიტერატურაში. წალკის N2 საჯარო სკოლის ინიციატივას „მინდა ვუყურო მწვანე სამყაროს“ შეუერთდა სოფელ განთიადის, დაშბაშისა და ხარების საჯარო სკოლები. მოსწავლეებმა საერთო ძალისხმევით შეძლეს სხვადასხვა აქტივობის განხორციელება, მათ შორის მოაწყვეს დასუფთავების აქციები და ჩაატარეს ტრენინგები, რაც მიზნად ისახავდა გარემოსთან დაკავშირებულ თემებზე ცნობიერების ამაღლებას.
პროექტის ფარგლებში იგეგმება 2 გარემოსდაცვითი დღის აღნიშვნა.
პროექტის მთლიანი ბიუჯეტი მოიცავს 4,058 ლარს.