ბარეთის საჯარო სკოლა
09.თებერვალი.2022ევროკავშირის ENPARD-ის პროგრამის მიერ მხარდაჭერილი პროექტის ‘ეს წალკაა’ ფარგლებში, წალკის ადგილობრივი განვითარების ჯგუფთან (LAG) ერთად CENN-მა გამოაცხადა საგრანტო კონკურსი წალკის სკოლებისათვის. კონკურსის მიზანს წარმოადგენდა გარემოსდაცვითი დღეების პოპულარიზაცია და აღნიშვნა, ეთნიკური უმცირესობების ინტეგრაცია, მოწყვლადი ჯგუფების ჩართულობა და ზოგადად, ახალგაზრდების გააქტიურება.
აღნიშნულ კონკურსში გამარჯვებულთა შორის ერთ-ერთი არის ბარეთის საჯარო სკოლა.
სოფელ ბარეთის საჯარო სკოლამ პროექტის მსვლელობისას აქტივობებში რამდენიმე ათეული ადამიანი ჩართო, მათ შორის ეთნიკური უმცირესობისა და მოწყვლადი ჯგუფების წარმომადგენლები. მონიტორინგს ახორციელებდა ჯგუფი, რომელიც მოიცავდა მასწავლებელს, მოსწავლეს, მშობელსა და თემის წარმომადგენელს. პროექტის ფარგლებში სკოლაში მოეწყო მწვანე კუთხე, დამზადდა საინფორმაციო ბროშურები ორ: ქართულ და აზერბაიჯანულ ენებზე, დასუფთავდა სკოლის მიმდებარე ტერიტორიები, გამწვანდა სკოლის ეზო. დამატებით, სკოლამ შეთანხმება მიაღწია მერიასთან – თვეში მინიმუმ ერთხელ სოფლიდან სპეციალური მანქანა გაიტანს ნარჩენებს.
პროექტის ფარგლებში იგეგმება 4 გარემოსდაცვითი დღის აღნიშვნა.
პროექტის მთლიანი ბიუჯეტი მოიცავს 4,016 ლარს.