ბეშთაშენის საჯარო სკოლა
09.თებერვალი.2022ევროკავშირის ENPARD-ის პროგრამის მიერ მხარდაჭერილი პროექტის ‘ეს წალკაა’ ფარგლებში, წალკის ადგილობრივი განვითარების ჯგუფთან (LAG) ერთად CENN-მა გამოაცხადა საგრანტო კონკურსი წალკის სკოლებისათვის. კონკურსის მიზანს წარმოადგენდა გარემოსდაცვითი დღეების პოპულარიზაცია და აღნიშვნა, ეთნიკური უმცირესობების ინტეგრაცია, მოწყვლადი ჯგუფების ჩართულობა და ზოგადად, ახალგაზრდების გააქტიურება.
აღნიშნულ კონკურსში გამარჯვებულთა შორის ერთ-ერთი არის ბეშთაშენის საჯარო სკოლა.
გარემოს დაცვის საერთაშორისო დღე ბეშთაშენის საჯარო სკოლამ პარტნიორ სკოლასთან ერთად აღნიშნა. შეხვედრისას ბავშვებმა ისაუბრეს საცხოვრებელი გარემოს პრობლემებზე, გაცვალეს იდეები და მოიფიქრეს გამოწვევების გადაჭრის გზები. მოგვიანებით, მსოფლიოს დასუფთავების დღესთან დაკავშირებით მოსწავლეებმა დაამზადეს პოსტერები, ფლაერები და თავად თარგმნეს ტექსტი ეთნიკური უმცირესობებისთვის. სკოლა აქტივობებში მხოლოდ მოსწავლეთა ჩართვით არ შემოიფარგლა. ტყეების საერთაშორისო დღეს ორგანიზება გაეწია ნარგავების დარგვის პროცესს, რომელშიც ბავშვებთან ერთად მშობლები და თემი ჩაერთო.
პროექტის ფარგლებში იგეგმება 6 გარემოსდაცვითი დღის აღნიშვნა.
პროექტის მთლიანი ბიუჯეტი მოიცავს 3,985 ლარს.