addres icon Tsalka LAG office, კლდეკარის N5, წალკა
შემოგვიერთდით: youtube icon

ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის – „ეს წალკაა“ – ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს CENN, მომზადდა წალკის მუნიციპალიტეტის სოფლის მეურნეობის საჭიროებათა კვლევა. კვლევის მიზანია წალკის მუნიციპალიტეტის სოფლის მეურნეობის დარგში არსებული ვითარების ანალიზი და ფერმერების საჭიროებების გამოვლენა, რათა განისაზღვროს წალკის მუნიციპალიტეტის სოფლის მეურნეობის დარგის პრიორიტეტული მიმართულებები.

იხილეთ ელექტრონული ვერსია – წალკის მუნიციპალიტეტის სოფლის მეურნეობის საჭიროებების კვლევა

კვლევაში გათვალისწინებულია სამაგიდო კვლევა, რომელიც მოიცავს სტატისტიკური მონაცემებისა და სხვადასხვა დროს საერთაშორისო თუ დონორი ორგანიზაციების მიერ ჩატარებული კვლევების შედეგების ანალიზს. დოკუმენტი ეფუძნება აგრეთვე საველე კვლევის ფარგლებში ჩატარებული ინტერვიუების, ფოკუსჯგუფებისა და სატელეფონო გამოკითხვის შედეგებს.

კვლევის შედეგად გაანალიზებულია წალკის მუნიციპალიტეტში სოფლის მეურნეობის დარგში არსებული ვითარება და შესწავლილია ფერმერების საჭიროებები. დოკუმენტი იძლევა სოფლის მეურნეობის დარგის განვითარებისათვის საჭირო რეკომენდაციებს, რომლებიც შემდგომში გამოყენებული იქნება წალკის მუნიციპალიტეტში ადგილობრივი განვითარების ჯგუფის (LAG) მიერ სტრატეგიული დოკუმენტების შემუშავებისა და სამოქმედო გეგმის განსაზღვრის დროს. გარდა ამისა, კვლევის შედეგები სასარგებლო იქნება სხვა დაინტერესებული პირებისა და ორგანიზაციებისათვისაც.

კვლევის დოკუმენტში მეთოდოლოგიის მიმოხილვის შემდეგ წარმოდგენილია კვლევის თითოეული კომპონენტის შედეგები, რომლებიც მოიცავს წალკის მუნიციპალიტეტის ზოგად სასოფლო-სამეურნეო პროფილს, მათ შორის – ძირითად მახასიათებლებსა და SWOT ანალიზს. დოკუმენტის დასკვნით ნაწილში შეჯამებულია კვლევის შედეგები და წარმოდგენილია შემუშავებული რეკომენდაციები.

ევროკავშირი მხარს უჭერს სოფლის მეურნეობასა და სოფლის განვითარებას საქართველოში ENPARD-ის პროგრამის დახმარებით. პროგრამა ხორციელდება 2013 წლიდან და მისი მთლიანი ბიუჯეტი შეადგენს 179.5 მილიონ ევროს. ENPARD-ის ძირითადი მიზანი საქართველოში სოფლად სიღარიბის დაძლევაა. პროგრამის პირველი ფაზის პრიორიტეტი სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობა იყო, ხოლო მეორე და მესამე ფაზა მიზნად ისახავს სოფლად მცხოვრები ადამიანების ეკონომიკური განვითარების შესაძლებლობების შექმნას არამარტო აღნიშნულ სექტორში. მეტი ინფორმაციისათვის ეწვიეთ  ENPARD-ის  ვებ-გვერდს: www.enpard.ge.