addres icon Tsalka LAG office, კლდეკარის N5, წალკა
შემოგვიერთდით: youtube icon

23-26 დეკემბერი, 2021 წელი.  – ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილმა წალკის ადგილობრივი განვითარების ჯგუფმა (LAG) 2 დღიანი თვითშეფასების სამუშაო შეხვედრა გამართა.

სამუშაო შეხვედრის პირველი დღე დაეთმო წალკის LAG-ის თვითშეფასების პირველი ანგარიშის პრეზენტაციასა და 6 თვიანი მუშაობის სტრატეგიის განხილვას. შეხვედრის მეორე ნაწილში, წალკის LAG-ის წევრებმა შეიმუშავეს თვითშეფასების მეორე ანგარიშის ფორმა და წარადგინეს LAG-ის სამომავლო საქმიანობები.

წალკის LAG-ის სამუშაო შეხვედრის მიზანი, პროექტის მიღწევებისა და გამოწვევების, ინფორმაციისა, თუ რეკომენდაციების ურთიერთგაცვლა და სამომავლო საქმიანობების დაგეგმვა და შეთანხმება იყო.

წალკის LAG 2022 წელს მრავალ საინტერესო და მნიშვნელოვან შესაძლებლობას შესთავაზებს წალკის ადგილობრივ მოსახლეობას და ხელს შეუწყობს მოსახლეობის ჩართულობასა და გაძლიერებას.

პროექტისადგილობრივი ლიდერები მდგრადი განვითარებისათვის წალკის მრავალეთნიკურ მუნიციპალიტეტშიმიზანია მუნიციპალიტეტში სიღარიბის დონის შემცირება და მოსახლეობის საცხოვრებელი გარემოს გაუმჯობესება, არსებული ეკონომიკური, სოციალური და გარემოსდაცვითი გამოწვევების გადაჭრა სოფლის მეურნეობის კონკურენტუნარიანობის გაზრდით, ბუნებრივი რესურსების მდგრადი მართვითა და კლიმატისადმი მედეგი სოფლის ეკონომიკის მხარდაჭერით. პროექტსეს წალკააევროკავშირის ENPARD-ის პროგრამის ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს CENN, საქართველოს ფერმერთა ასოციაციასთან (GFA) და სოფლის განვითარების კვლევით ინსტიტუტთან (Ifls) თანამშრომლობით

მედია კონტაქტი:

მარი კიკვაძე, CENN, კომუნიკაციის მენეჯერი,  marie.kikvadze@cenn.org, 995 577 95 90 20.